"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?!
"გაზპრომის" მილს ვერ გადავახტებით?!
18 იანვარი / 2016
ყველაზე მეტ ეჭვს ფარული შეხვედრები და თვით მინისტრის სხვადასხვაგვარი ვერსიები აჩენს. კალაძე "გაზპრომთან" გაზის დამატებით მოცულობებზე დაწყებულ მოლაპარაკებებს ჯერ იმით ამართლებდა, რომ საქართველოში გაზის ძირითად იმპორტიორს, "სოკარს" თურმე არ შეუძლია, ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. "სოკარის" პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ახალი დეტალი გაახმიანა, რომ რუსეთი ჩვენთან 20 წლის წინ დადებული კონტრაქტის პირობების შეცვლას ითხოვს და საქართველოს გაზსადენში გატარებული გაზის სანაცვლოდ ბუნებრივ აირს კი არ დაგვიტოვებს "ნატურით", როგორც აქამდე, არამედ ტრანზიტის საფასურს ფულით გადაგვიხდის. მაგრამ, სპეციალისტების მტკიცებით, ეს თანხა "ნატურით" დატოვებული მოცულობის შეძენას არ ეყოფა და საჭირო რაოდენობის მისაღებად, რუსეთისთვის ფულის გადახდა იქით მოგვიწევს.

კიდევ რა სიურპრიზები დაგვხვდება "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან საკონტრაქტო პირობები, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის კორპორაცია ამუშავებს, მკაცრად გასაიდუმლოებულია. ჩვენთვის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების რამდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.

დავით მირცხულავა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი: "საქართველოში გაზის მოხმარება იზრდება და 2016 წლის ბალანსით, უკვე 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გვჭირდება წელიწადში. ამასთან, გვაქვს სეზონური დისპროპორცია - თუ ზამთარში თვეში 11,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი გვჭირდება, ზაფხულში 4 მილიონიც გვყოფნის. ამიტომაც გაჩნდა დეფიციტი. ის მილსადენებიც, რომლებითაც აზერბაიჯანიდან გაზს ვიღებთ, მაქსიმუმზე მუშაობს.

- თუმცა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების მოცულობას მაქსიმუმამდე - დღეში 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან...
- ჩემთვის ეს პასუხი ნიშნავდა, რომ მათ რეალურად ბუნებრივი გაზის პრობლემა აქვთ. მათ არ უსაუბრიათ იმ მილსადენზე, რომლითაც ჩვენ ახლა "სოკარისგან" გაზს ვიღებთ. საუბარი იყო იმაზე, რომ იქნებ განგვეხილა ვარიანტი, რომ მოცულობების გაზრდა მოხდეს კონსორციუმ "შაჰ-დენიზის" მილსადენით, სადაც ერთ-ერთი მონაწილე "სოკარიც" არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მთლიანად კონსორციუმია. თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ "სოკარის" გადასაწყვეტი. კონსორციუმში არიან "სტატოილი", BP და სხვა კომპანიები.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მათთან 20-25 წელიწადია იმ მეგაპროექტებში ვმონაწილეობთ, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი პოლიტიკური მომავალიც - გავხდით სატრანზიტო ქვეყანა დასავლეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის. აზერბაიჯანშიც მოიმატა ბუნებრივი აირის მოხმარებამ და წელიწადში თითქმის 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამას
You must have Flash Player installed in order to see this player.
დავუმატოთ მოცულობები, რაც საქართველოსა და თურქეთს სჭირდება, რომელმაც ასევე მოსთხოვა აზერბაიჯანს მიწოდების გაზრდა ხელშეკრულების შესაბამისად. ასე რომ, აზერბაიჯანს დიდი პრობლემები აქვს სასაქონლო გაზის მოცულობასთან დაკავშირებით. მან გააფორმა კონტრაქტი "გაზპრომთან", რომელიც აწვდის 2,5 მილიარდ კუბმ გაზს და ამ მოცულობას მიწისქვეშა საცავებში ტუმბავენ. ეს იმ აუცილებლობით არის ნაკარნახები, რომ აზერბაიჯანმა სხვა ქვეყნების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აზერბაიჯანული მხარისგან იყო შემოთავაზება, რომ საქართველოში დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად, მათ დაედოთ კონტრაქტი "გაზპრომთან" და ამ სქემით მოეწოდებინათ ჩვენთვის ბუნებრივი აირი, მაგრამ ეს სხვა თემაა...

- თუ აზერბაიჯანული გაზის მოწოდების პრობლემები არსებობდა, ხომ შეეძლო ენერგეტიკის სამინისტროს, ღიად ესაუბრა და "გაზპრომთან" გასაიდუმლოებული შეხვედრების შესახებ უცხოური პრესის მეშვეობით არ გაგვეგო?
- "გაზპრომთან" ყოველწლიურად იმართება ასეთი მოლაპარაკებები ტრანზიტზე, სადაც "გაზპრომს" თავისი წინადადებები აქვს, ქართულ მხარეს კი - თავისი. არ მახსოვს, ოდესმე ეს შეხვედრები დაანონსებულიყო ან ვინმე დაინტერესებულიყო ამ შეხვედრებით. ამ შემთხვევაში ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ "გაზპრომმა" ძალიან მკაცრად წამოაყენა პირობა - გაზის მოცულობა, რომელსაც სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ ნატურით იღებდა საქართველო, ტრანსპორტირების გადასახადით შეცვლილიყო.

- რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც ახლა, ეს პირობები ხომ 20 წელიწადს მოქმედებდა? რეალურად, გაზის ტრანზიტის საფასურით ხომ იმდენს ვერ ვიყიდით, რაც "ნატურით" გვრჩებოდა?
- რუსეთი ამას ყოველთვის ითხოვდა, მაგრამ მოლაპარაკებებით ვაღწევდით ჩვენთვის საუკეთესო შედეგს. დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას და გაირკვევა, რა გადასახადი იქნება 100 კილომეტრზე 1000 კუბური მეტრის გაზის გატარებისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, რა დეფიციტი გვექნება და რამდენის შეძენა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, მომგებიანი იყო, როცა გატარებული გაზის 10% გვრჩებოდა, თუმცა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არც მაშინ ყოფილა, როცა რუსეთთან ამ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. როცა "იტერა" შეიცვალა "გაზპრომით", ძალიან მწვავე მოლაპარაკებების შემდეგ, ქართულმა მხარემ მოახერხა ამ პირობის ხელშეკრულებაში დატოვება. დღეს, უნდა ვთქვათ, რომ ვითარება შეიცვალა.

განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი სომხეთისთვის ბუნებრივი აირის საქართველოს გვერდის ავლით მიწოდებაზე. რატომღაც ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ ეს რუსულმა მხარემ ამ მოლაპარაკებებში კოზირად გამოიყენა.

- რომელ მარშრუტზეა ლაპარაკი?

- იყო საუბრები, რომ "გაზპრომს" 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი მიეწოდებინა აზერბაიჯანის გავლით ირანისთვის. სანაცვლოდ ირანი გაზს სომხეთს მიაწვდიდა, რაც გამოიწვევდა ჩვენი გაზსადენით, რომელიც ისედაც 20%-ით არის დატვირთული, გაზის ტრანსპორტირების შემცირებას.

- ეს რუსეთის მხრიდან შანტაჟი ხომ არ არის?
- რეალურად ირანს 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი თვითონ სჭირდება, რადგან მისი საბადოები სამხრეთში, მრეწველობა კი ქვეყნის ჩრდილოეთშია განვითარებული. აქედან გამომდინარე, მთლად 10 მილიარდი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სომხეთისთვის გათვალისწინებული, მაგრამ მისთვის ირანს საჭირო გაზის თუნდაც 50% რომ მიეწოდებინა, ჩვენთვის ესეც დიდი დანაკარგი იქნებოდა. სხვათა შორის, "გაზპრომი" და "სოკარი" პარტნიორები არიან. ამიტომ, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის ხელშეკრულებების პირობებზე, გაზის დამატებით მოცულობებზეც და ბევრ სხვა საკითხზე.

- ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარით როგორ შეიძლება, რომ მოვლენები განვითარდეს?

- ჩვენ ალბათ მოგვიწევს რუსეთისგან საერთო მოხმარების გაზის დაახლოებით 25%-ის ყიდვა. ნაწილს ვიყიდით გაზის ტრანსპორტირებისთვის მიღებული ფულით, მაგრამ მნიშვნელოვანი თანხა იქნება გამოსანახი დანარჩენის შესასყიდად. ადრე "ნატურით" მიღებული გაზის ნაწილი - 200 მილიონი კუბური მეტრი, ე.წ. სოციალურ გაზს ემატებოდა და მისი ფასის შენარჩუნებისთვის საჭირო იქნება, რომ სახელმწიფომ თანხა მოიძიოს. უნდა ვიბრძოლოთ, რომ მივაღწიოთ, რაც შეიძლება მაღალ გატარების ტარიფს. ამჟამინდელი მოცულობის სრულ კომპენსაციას ჩვენ ვერ მივიღებთ, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებებში მაქსიმუმის მიღწევა მასში მონაწილე გუნდის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული.

ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
„გაზპრომი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციის საკითხებით დაკავდება.
საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება დაიწყო და მძღოლები ვალდებული არიან, ტექდათვალიერება 2017 წლის 1-ელ იანვრამდე გაიარონ
პოლონეთი „გაზპრომისა“ და მისი ექვსი ევროპელი პარტნიორის მიერ გაზესადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგია.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში ირანი დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომელიც საქართველოში ირანული გაზის ექსპორტს ითვალისწინებს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის.
მძღოლებს ავტომობილების შემოწმების პარალელურად შესაძლოა, გაზის ბალონების შეცვლა მოუწიოთ.
გაზგასამართ სადგურებში ძალიან ხშირად ვადაგასულ ან დაზიანებულ აირბალონებსაც ტუმბავენ.
სომხეთის მიმართულებით, 10 აგვისტოს ჩათვლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სრულად შეწყდება, რაც შეთანხმებულია როგორც სომხეთის რესპუბლიკასთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
10 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება შეწყდა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანის განცხადებით, „სოკარის“ სახით, ბუნებრივი აირის ბაზარზე ერთი მონოპოლისტი მომწოდებელი ოპერირებს, რაც კონკურენტული გარემოს ფორმირებას და ქართველ მომხმარებლებს აზარალებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.07.2016
აშშ იაპონიას  კუნძულ ოკინავას ნაწილს დაუბრუნებს, სადაც ამერიკელი სამხედროები მომზადებას გადიოდნენ.
სრულად
29.07.2016
90-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო რუკაზე ახალი სახელწოდებები გაჩნდა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ არ არსებობდა.
სრულად
29.07.2016
2015 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 218 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა
სრულად
29.07.2016
ჩუმათელეთის 52-კილომეტრიანი გზის ფარგლებში 40-მდე გვირაბი და 100-მდე ხიდი აშენდება.
სრულად
29.07.2016
2016 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,9 პროცენტი შეადგინა
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.07.2016
31.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3479
EUR
1
EUR
2.6083
2.6083
GBP
1
GBP
3.0898
3.0898
RUB
100
RUB
3.5119
3.5119