საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს
საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს
18 იანვარი / 2016
მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი შიმშილობს. ამის შესახებ საუბარია სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კვლევა 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინსტიტუტმა ასევე დაადგინა ე.წ. შიმშილობის ინდექსი სხვადასხვა ქვეყნისათვის და შესაბამისი სიაც შეადგინა.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამ სიის მიღმა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პრაქტიკულად არავინ შიმშილობს. რაც შეეხება საქართველოს, კვლევის ავტორთა ანგარიშით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, აზერბაიჯანში მოსახლეობის მხოლოდ 1,7% შიმშილობს, სომხეთში - 5,8%, თურქეთში - 0,2% და რუსეთში - 0,7%.

ყველაზე სავალალო მდგომარეობა ჰაიტიზეა, სადაც მოსახლეობის 53,4% შიმშილობს, შემდეგ მოდიან ზამბია - 47,8%, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 47,7%, ნამიბია - 42,3%, ჩრდილოეთ კორეა - 41,6% და ჩადი - 33,4%.

აღსანიშნავია, რომ სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტს "შიმშილობის ინდექსი" კიდევ რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული - 1995, 2000 და 2005 წლებში, საქართველოში კი, მათი დასკვნით, ასეთი მდგომარეობა იყო: 1995 წელს საქართველოს მოსახლეობის 46,4% შიმშილობდა, 2000 წელს - 14,8%, 2005 წელს კი - 6,3%.

ქართველ სპეციალისტთა შეფასებები კვლევის იმ შედეგთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა, არაერთგვაროვანია.

სტატისტიკის სპეციალისტის ნოდარ კაპანაძის განმარტებით, ეს რეალური მაჩვენებელია.

7,4% - ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა მასზე დაყრდნობა შეიძლება. ეს მონაცემი რეალობასთან ახლოსაა, რადგან არსებულ მონაცემში ადამიანი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო მოხვდეს. მაგალითად, საკვები ენერგიის ნაკლებობა და დიეტა.

"თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შიმშილობის ზღვარზე არიან მისული, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნიათ. ასეთი კი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 7-10%-ია.

"არ მგონია, ამ პროცენტულ მაჩვენებელში შიმშილისგან სიკვდილის პირას მისული ადამიანები იგულისხმებოდნენ, რადგან ეს მაჩვენებელი უფრო დიდი იქნებოდა. ხშირად არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ამ პროცენტულ მაჩვენებელში არ მოხვდნენ", - განმარტა კაპანაძემ.

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოში ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებშია ასახული. მისივე ცნობით, საქართველოში 1.2-დან 1,5 მილიარდამდე ადამიანს კვებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს.

"მოშიმშილე ადამიანი არის ის, ვინც ყოველდღიურად
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფიზიოლოგიურ შიმშილს განიცდის. ადამიანმა რომ შეძლოს არსებობა, ყოველდღიურად მას 2 300 კალორია სჭირდება, თუმცა ეს მინიმუმია, ამაზე ნაკლები უკვე მის სიკვდილს გამოიწვევს.

"უნდა ხდებოდეს საკვების დაბალანსება. მაგალითად, მცენარეული საკვები ცხოველურთან შედარებით ნაკლები უნდა მიიღოს ადამიანმა. შიმშილის პრობლემა საქართველოში გაცილებით მეტ ადამიანს აქვს და მათი რაოდენობა 7,4%-ზე მეტია.

მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა საქართველოში 250 ათასამდეა. 7,4% ფაქტობრივ მდგომარეობას ვერ ასახავს და იგი 30% მაინც უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში მილიონ ორასი ათასიდან მილიონნახევრამდე ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს კვების რაციონთან დაკავშირებით", - განმარტა "მთელ კვირასთან" საუბრისას არჩვაძემ.

ექიმთა განმარტებით, შიმშილობა ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად საკვების სახით იმაზე ნაკლებ კალორიას ღებულობს, ვიდრე მისი ფიზიკური არსებობისათვისაა აუცილებელი. კალორიების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა კი ასაკისა და სქესის მიხედვით სხვადასხვაა: ზრდასრულმა ქალბატონებმა დღის განმავლობაში საშუალოდ 1600-1800 კალორია უნდა მიიღონ, მამაკაცებმა - 2000-2500 კალორია, ხოლო 12-16 წლის მოზარდებმა - ასევე 1600-1800 კალორია.

ლიკა გურაბანიძე
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (3)
19.01.2016
OnTARIo
მშიერი პენსიონერი-ს თქვენ ვინ ბრძანდებით, რომ წყვიტავთ საქართველოს ბედს? ეტყობა უკვე მიჩვეულხართ თურქების მონობას. იყავით, თუკი გაწყობთ მონური ცხოვრება.....საქართველო კი არავითარ შემთხვევაში სხვისი, მით უმეტეს თურქეთის მონა არ გახდება....... რაც შეეხება შიმშილობას? არ უნდა იყოს ადამიანი ზარმაცი. მე მგონი ყველა მაცხოვრებელს აქვთ მიწები.დაამუშაონ, ხელიბი გაანძრიონ და ექნებათ პურის ფულიც......
18.01.2016
მშიერი პენსიონერი
თურქეთში არავინ არ შიმშილობს. მხოლოდ არიან ზარმაცები მუშაობა რომ ეზარებათ. მაგრამ მათხოვარს ძალიან იშვიათად დაინახავ. ააქვთ კარგად მოწყობილი თავშესაფრები და იქ ყავთ ზარმაცი და უბინაო ხალხი. არის აგრეთვე ,,ხუცურ ევი,, სადაც მოხუცები მიდიან თავის პენსიით და თავის ნებით. მაგრამ ისეთი კარგი პირობებია რომ სახლებს ურჩევნიათ მოხუცებს. სტატისტიკოსებს ტყუილების წერაში უხდიან ფულს საქართველოში. ჩვენ ყველაფერში გვაბოლებენ და გვატყუებენ. თურქეთისთანა აყვავებული ქვეყანა რომ ვიყოთ რაღა გვიჭირს. მივესალმები თურქეთთან მიერთეებას და მათ კანონებს. მაგრამ რუსეთს ვყავართ კლანჭებში. თუმცა არც რუსეთია დასაწუნი. ჩვენ ყველა ქვეყანა გვჯობია.გამათხოვრებული ვართ და დაგლაავებული ყველა მთავრობის ხელში.ესმაინც ნამეტანი მატყუარა და ერთეულებზე მზრუნველი მთავრობა ავირჩიეთ.არა ვარ ნაცი. ორივე ჭირმა მოსპოს და გადააშენოს
მსგავსი სიახლეები
2008-10 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა და გაზრდილმა უმუშევრობამ, რომელიც მას მოჰყვა, კიბოთი გარდაცვლილთა რაოდენობა 260 ათასით გაზარდა, წინა წლებთან შედარებით.
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა:
2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 8.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2.7 პროცენტით შემცირდა.
ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესებში ჩართვა, როგორც თავად ექს-პრემიერის, ასევე „ქართული ოცნების“ სურვილი იყო.
თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, თვითკონტროლის დაკარგვა, დეპრესიული აშლილობა, ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას.
მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.
წინა წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 % შეადგინა.
პორტალი euroline.ge ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დახმარების ამსახველ მორიგ ვიდეოსერიას აქვეყნებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
რუბრიკის სხვა სიახლეები
31.05.2016
2008-10 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა და გაზრდილმა უმუშევრობამ, რომელიც მას მოჰყვა, კიბოთი გარდაცვლილთა რაოდენობა 260 ათასით გაზარდა, წინა წლებთან შედარებით.
სრულად
31.05.2016
სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ბიზნესასოციაციები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდნენ.
სრულად
31.05.2016
მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 3,08 ლარამდე შემცირდა, რაც 2,7%-ით ნაკლებია აპრილთან შედარებით.
სრულად
31.05.2016
საქართველოს საელჩოებში საზღვარგარეთ კომერციული ატაშეები დაინიშნებიან, რომლებიც ექსპორტის გაძლიერებას და ქართული პროდუქციისთვის უცხოური ბაზრების მოპოვებისთვის იმუშავებენ.
სრულად
31.05.2016
საზღვარგარეთ, საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეების დანიშვნა ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ადგილობრივი ბიზნესისთვის
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
31.05.2016
01.06.2016
USD
1
USD
2.1472
2.1455
EUR
1
EUR
2.3913
2.3929
GBP
1
GBP
3.1362
3.1391
RUB
100
RUB
3.2507
3.2544