"ზაფხულში ტურისტების ზრდას მეზობელი სახელმწიფოებიდან ველოდებით"
"ზაფხულში ტურისტების ზრდას მეზობელი სახელმწიფოებიდან ველოდებით"
20 იანვარი / 2016
2015 წელს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცით მგზავრთა რეკორდულმა რაოდენობამ ისარგებლა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, რაც სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა რეკორდული რაოდენობაა. 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 12, 57%-ით არის გაზრდილი. ამასთანავე, გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება და რეგულარული, თუ ჩარტერული რეისების რაოდენობაც. 2015 წელს მოიმატა ცალკეულ აეროპორტებში მგზავრთა რიცხვმაც. ქართულ ავიაციაში დღეს არსებულ სიტუაციაზე და სამომავლო პერსპექტივებზე „ბიზნესპრესნიუსი“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს გურამ ჯალაღონიას ესაუბრა:

- ბატონო გურამ, თქვენი სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რამ გამოიწვია ეს ზრდა?

- 2015 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურნენ 2 261 006 მგზავრს, ასეთი ციფრი ბოლო წლების განმავლობაში მართლაც პირველად დაფიქსირდა. მგზავრთნაკადის ზრდა გამოწვეულია რამდენიმე ძირითადი მიზეზით: უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადმა საგრძნობლად მოიმატა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის ავიაკომპანიები უცვლელად და შეფერხების გარეშე ახორციელებდნენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა თურქულმა ავიაკომპანიამ - "პეგასუსმა" - ერთი ახალი მიმართულებაც კი დაამატა - სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით. აუცილებლად უნდა შევეხო ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრთნაკადის 44%-იან ზრდასაც - ყოველივე ამას საბოლოო ჯამში დადებითი შედეგი მოჰყვა.

- ყველაზე დატვირთული რომელი აეროპორტები იყო?
- 2015 წელს ყველაზე მეტად იყო დატვირთული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 1 847 111 მგზავრს მოემსახურა, რაც 17.25%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 226 476 მგზავრს მოემსახურა - ეს 5.91%-ით მეტია წინა წლის მგზავრთნაკადზე. 2-ჯერ და მეტად არის გაზრდილი მესტიის აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრთა რაოდენობაც. 2015 წლის აპრილიდან დროებით შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 35 049 მგზავრით ნაკლები გადაიყვანა, მაგრამ აღნიშნული კლების შესამცირებლად ერთობლივად მუშაობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც და აეროპორტებიც.

- რა პერსპექტივები აქვს ჩვენს საავიაციო ბაზარს უახლოეს წლებში?

- მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს აეროპორტებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოქმედი ავიაკომპანიების რიცხვიც მატულობს. ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, მგზავრთნაკადი მომავალშიც გაიზრდება, თუმცა რამდენად - ამის დაზუსტებით თქმა ცოტა ძნელია.

- ბატონო გურამ, ბოლო ხანებში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის საავიაციო ბაზარზე?
- ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ შემთხვევაშიც რთულია, თუმცა, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სეზონზე საქართველოსკენ მომავალი ტურისტული ნაკადები პირიქით, მოიმატებს; როგორც მოგეხსენებათ, ტურიზმი საქართველოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სფეროა, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მიმზიდველი გარემოს შექმნა, რათა საქართველოში უფრო მეტი ტურისტი ჩამოფრინდეს. ყველაზე მეტად, მათი რიცხვის ზრდას ისევ და ისევ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან ველოდებით, კერძოდ - რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან... აღსანიშნავია ისრაელიც, საიდანაც საქართველოში მომავალი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ჩვენი უწყება მზად არის ითანამშრომლოს ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ყველა ავიაკომპანიასთან და ხელი შეუწყოს მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ვცდილობთ, უკვე არსებულ ავიარეისებს ახალი მიმართულებებიც დავუმატოთ. ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ სხვა ქვეყნების ავიაკომპანიებთანაც, მათი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის მიზნით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მცდელობები სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

კომენტარები (1)
20.01.2016
დიტო
ელოდეთ ელოდეთ :)
მსგავსი სიახლეები
ბორჯომში, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი 1 საათით გახანგრძლივდება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საზაფხულო სეზონს საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
თურქეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება.
სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოფრენას, სავარაუდოდ, დღეს, 17:00 საათიდან შეძლებენ.
ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.
საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა
2017 წლის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს მოფრენის ახალი ტერმინალი მოემსახურება.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა იწყება.
"საჰაერო ტაქსმა" ინგირის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე საცდელი სამარშუტო ფრენა განახორციელა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
01.07.2016
არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ არ გადავკვეთთ, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კითხვას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე მოლაპარაკებებს უკავშირდება.
სრულად
01.07.2016
რაც უფრო მეტი სატრანზიტო ფუნქცია ექნება საქართველოს, მით უკეთესია, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ სომხეთის სატრანსპორტო მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, „სამხრეთ ოსეთის“ გავლით რუსეთის
სრულად
01.07.2016
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა.
სრულად
01.07.2016
,,საქართველოს რკინიგზასა“ და Deutsche Bahn-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად
01.07.2016
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისგან მომავალი ბენეფიტებით უფრო ხშირად ისარგებლონ
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
01.07.2016
02.07.2016
USD
1
USD
2.3200
2.3093
EUR
1
EUR
2.5861
2.5661
GBP
1
GBP
3.1232
3.0737
RUB
100
RUB
3.6156
3.5989