საქართველოში გაზსაცავი უცხოურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს
საქართველოში გაზსაცავი უცხოურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოს
22 იანვარი / 2016
გაზსაცავის მშენებლობაზე კომპანია "ჯეოსტოკი" დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. გაზსაცავისთვის ადგილი უკვე შერჩეულია - სამგორის სამხრეთი თაღის საბადო. ახლა სახელმწიფო ინვესტორის ძიებაშია. როგორც "რეზონანსი" წერს, ცოტა ხნის წინ პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი უკვე გამოთქვა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია "სოკარმა". ენერგეტიკოსები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გაზსაცავის ასაშენებლად სახელმწიფომ სახსრები თავად უნდა გამონახოს.

წინასწარი გათვლით გაზსაცავის მშენელობა ყოველ 1 მილიონ კბ/მ-ზე 1 მილიონი დოლარი ჯდება. საერთო ჯამში, გაზსაცავი 230-250 მლნ კბ/მ აირზეა გათვლილი და პროექტის ღირებულებაც სწორედ 230-250 მილიონი დოლარია. რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტად მყოფმა "სოკარის" დელეგაციამ პროექტში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა.

"აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია "სოკარი" მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტში", - განაცხადა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა მაიარ მამედოვმა.

აზერბაიჯანული კომპანიის პროექტში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც. "სოკარი დაინტერესებულია ამ პროექტში მონაწილეობით. მე ვფიქრობ, პროექტის რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა მინისტრმა.

სპეციალისტები პროექტში კერძო კომპანიების მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან. ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის აზრით, გაზსაცავი სახელმწიფომ უნდა ააშენოს, ხოლო თუკი მას სახსრები არ ჰყოფნის, კერძო კომპანია პროექტში მინიმალური წილით უნდა შემოიყვანოს.

"კერძო კომპანია არავითარ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ. გაზსაცავი უნდა ააშენოს სახელმწიფომ და თუ მას საკმარისი სახსრები არ აქვს, მაშინ კერძო კომპანია მინიმალური პროცენტით უნდა შეიყვანოს წილში", - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

იგი პროექტში "სოკარის" მონაწილეობას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ უმჯობესია სახელმწიფოს პარტნიორი რომელიმე დასავლური კომპანია იყოს.

"სახელმწიფოს თანამონაწილე არ უნდა გახდეს ის კომპანია, რომელსაც უკვე ძლიერი პოზიციები უკავია საქართველოს გაზის სექტორში - განაწილება, დისტრიბუცია, ტრანზიტი. დარგი უნდა იყოს დივერსიფიცირებული. უმჯობესია შემოვიდეს დასავლური კომპანია და კომერციული სარგებელი სწორედ მასთან განაწილდეს", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

ენერგეტიკოს დავით ელიაშვილის გათვლით, კერძო კომპანიის მფლობელობაში ქართველ მომხმარებელს გაზსაცავის ბუნებრივი აირი დაახლოებით 30%-ით გაუძვირდება.

"თუკი გაზსაცავის ოპერირებას კერძო კომპანია განახორციელებს, გაზის ტარიფი გაცილებით მაღალი იქნება. მე ეს დავთვალე და დაახლოებით 30%-ით იზრდება ფასი", - ამბობს დავით ელიაშვილი.

"რეზონანსი" უკვე წერდა, რომ თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ 500 მილიონიანი ევროობლიგაციის გამოშვება სწორედ გაზსაცავების მშენებლობის დაფინანსებით ახსნა. პროექტის განხორციელებისთვის ამ თანხის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაწილი საკმარისი იყო, თუმცა საბოლოოდ, ობლიგაციების ემისიიდან აღებული ვალი სოციალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა.

ამჟამად გაზსაცავის პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებაზე ფრანგული კომპანია "ჯეოსტოკი" მუშაობს, რომელმაც დასკვნა უახლოეს მომავალში უნდა გამოაქვეყნოს. პარალელურად ნავთობისა და გაზის კორპორაცია დაფინანსების წყაროს ეძებს. მოლაპარაკება მიმდინარეობს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან.

ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ვოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ იქ 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ია.

"გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში და შეამცირებს გაზის მოწოდება-მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს", - აღნიშნავენ კორპორაციაში.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი და შესწავლითი სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობისა და დეტალების დადგენა. რაც შეეხება გაზსაცავის სავარაუდო ღირებულებას, ჯერ ეს დეტალები უცნობია.

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია საკანონმდებლო საფუძვლების ჰარმონიზაციის ვალდებულება. ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით გასატარებელი საქმიანობა, გაზსაცავის მოცულობისა და სხვა პარამეტრების ხელახალ გადაანგარიშებას მოითხოვს. შესაბამისად, ინფორმაცია როგორც ოპტიმალური მოცულობის, ისე ღირებულების შესახებ, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ გაირკვევა", - აღნიშნა თემურ გოჩიტაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სპეციალისტების განცხადებით, მიწისქვეშა გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა გაზსაცავების რაოდენობამ მსოფლიოში უკვე 600-ს გადააჭარბა.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (4)
24.01.2016
პაპარაცს
რა სწორად ჩამოაყალიბე ყველაფერი. სად მოთხარა ბიძინამ ეს ნაყიდი დიპლომებიანი შტერი მინისტრები. ქმარი მყავდა ფეხბურთელი. მაგათზე გაუნათლებელი და თავის-თავზე დიდი წარმოდგენის ხალხი არ არსებობს. გონიათ ყველაფერი იციან, სინამდვილეში ორ ბატს არ მიაბარებს კაცი და ბიძინამ რა იფიქრა ამხელა თანამდებობაზე რომ შესვა კალაძე. რომელი განათლებული და ნაკითხი ეგ მყავს, ბურთით იშოვნა ფულები და ეს გონია ბიძინას ყველაფერი. მართლა მცოდნე და განათლებული ხალხი სახლში ზის და ამნაირი ფულის სვავები რომლებსაც ფული გონიათ ცოდნა და განათლება სავარძლებში ზიან.,ცოლიც კარგი გოიმი ყოლია,ნუთუ სანათესაოში არავინ ყავსგაჭირვებული რომ დაეხმაროს. ბავშვებს ახლავე რყვნიან და ზრდიან არაკაცებად. გოიმები ბიძინა გამოფხხიზლდი. ხომ ხედავ ქვეყანა დაღმართში მიგყავს.
24.01.2016
პაპარაცი-ს
რამდენი ბოღმა გადმოაფრქვიე ამ ახალგაზრდა კაცზე! როგორ უნდა დაიტიო გულში ამდენი ბოღმა!
მსგავსი სიახლეები
სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა.
თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა.
კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ ქალაქ ვანში 60 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის.
საქართველოს მიერ შეძენილი ორსართულიანი მატარებლის მწარმოებელი შვეიცარული კომპანია Stadler განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდება.
სიმღერის კონკურსის “ოქროს ტალღა 2015” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება. რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” მუსიკალური პროექტი ”ოქროს ტალღა ” უკვე მესამე წელია ტარდება.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ვარკეთილი 3-ში გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პროექტის შესახებ გაცნობითი სახის შეხვედრები დაიწყო.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.06.2016
სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენმა" ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა.
სრულად
24.06.2016
ექსპორტის ხელშეწყობისთვის სპეციალური სააგენტოს პრეზენტაცია თვის ბოლოს გაიმართება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
სრულად
24.06.2016
ინგლისის ბანკმა პირობა დადო, რომ ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს, რათა დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მონეტარული და ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს.
სრულად
24.06.2016
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების საკითხზე არ აისახება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
24.06.2016
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების ფონზე ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსმა რეკორდული 7,4%-იანი დაცემა დააფიქსირა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.06.2016
24.06.2016
USD
1
USD
2.2431
2.2431
EUR
1
EUR
2.5603
2.5603
GBP
1
GBP
3.3431
3.3431
RUB
100
RUB
3.4964
3.4964