თემურ ჭყონია - დღეს საქართველოს ისეთი პრემიერი ჰყავს, როგორც არასდროს

დღეს საქართველოს ისეთი პრემიერი ჰყავს, როგორიც არასოდეს ჰყოლია. არ მინდა ვინმეს შევადარო, მაგრამ კვირიკაშვილისნაირი პროფესიონალური ხედვები არავის ჰქონია.

ამის შესახებ „კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხარო იქნება თუ კოალიცია ამ ახალგაზრდა კაცს საკუთარი უნარების გამოვლენის შანსს არ მისცემს”- აღნიშნა ბიზნესმენმა.

თემურ ჭყონიას თქმით, კვირიკაშვილს სწორი კანონმდებლობის შექმნით ქართული ეკონომიკის გზაზე დაყენება შეუძლია. დანარჩენი კი უკვე ბიზნესზეა დამოკიდებული. ,,კოკა-კოლას” პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკას თანმიმდევრული პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება.

,,ერთი კანონი მეორეს უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ არ ვიცი, რა გამოცდილება აქვთ ან რა იციან ბიზნესზე იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს პარლამენტში კანონმდებლობას წერენ? ეს ხალხი ბიზნესის განვითარებაზე ისე თავდაჯერებულად საუბრობს, თითქოს ბავშვობიდან ამ საქმეში არიან ჩართული. რეალურად კი, მათ განცხადებებში მხოლოდ ზერელე დამოკიდებულება იკითხება. სწორედ ამიტომ ვამბობ, ესტონეთის ეკონომიკურ მოდელთან ერთად, პოლიტიკურ სტილზე ჩამოყალიბებაც გვჭირდება. ვიღაცები შემომედავებიან, ჩვენ ხომ ქართული ტრადიციები გვაქვსო, არადა, დღემდე ვერავინ ამიხსნა, რა არის ქართული ტრადიცია. კვირიკაშვილი კი, სერიოზულ განცხადებებს აკეთებს და კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული,”- აღნიშნა თემურ ჭყონიამ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

მისი განცხადებით, ბიზნესმენებს მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილმა გადაუხადა მადლობა სახელმწიფოს წინაშე შესრულებული ვალდებულებებისთვის.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე