რა ფაქტორები შეუშლის ხელს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას
რა ფაქტორები შეუშლის ხელს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას
24 იანვარი / 2016
საერთაშორისო სავალუტო ფონდში მსოფლიო ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ არსებულ მთავარ საფრთხეებზე საუბრობენ. როგორც ფონდის გენერალური დირექტორი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები, დაბალი სასაქონლო ფასები და მსოფლიოში ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკა გლობალური ეკონომიკის მთავარ საფრთხეებს წარმოადგენს.
თუმცა, ლაგარდმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის მთავრობა სწორი მიმართულებით წავა, რაც გლობალურ ეკონომიკურ რისკებს შეამცირებს.
„მეორე მთავარ რისკს სასაქონლო ფასები წარმოადგენს. ამას ბოლო ხუთი წლის ტენდენციის მიხედვით ვამბობ, წელს კი ნავთობის ფასების კლებამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა. რაც შეეხება მესამე რისკს, მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მონეტარულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში დიდი რაოდენობის კაპიტალი გავიდა, დაბალ სასაქონლო ფასებთან ერთად კი ამან განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება გამოიწვია“, - განაცხადა ლაგარდმა.
თუმცა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, 2016 წელს 3,4 პროცენტიანი მსოფლიო ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2789 ლარი გახდა.
ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში
ჩვენ გვინდა, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს, თემაზე - “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხვალ, თემაზე - “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2788 ლარი გახდა.
ჩვენ შეიძლება არ ვაშენებთ იმდენ „ზიზილ-პიპილო“ შენობებს, მაგრამ ვაკეთებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, საბაზისო ინფრასტრუქტურას
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ვილა Les Cèdres (კედრები) გასაყიდად გამოიტანეს.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2814 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2016
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება.
სრულად
23.08.2016
“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” (NALAG), საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობით თემაზე “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” საერთაშორისო კონფერენცია გამართა.

როგორც  “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაში” განაცხადეს, კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსუდი და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მიზანი საქართველოს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ნორვეგიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჯიქიამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ეკონომიკის განვითარებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლზე ისაუბრეს. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები, მთავრობისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები წარსდგნენ.

ღონისძიებაზე ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი იყო მოწვეული. ის მსოფლიო აღიარების მქონე მეცნიერია ეკონომიკის დარგში, გამოცემული აქვს 4 მონოგრაფია და რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი ეკონომიკური განვითარების საკითხებზე.

კონფერენცია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისა“ და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
სრულად
23.08.2016
ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში
სრულად
23.08.2016
ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს.
სრულად
23.08.2016
რატომ აშენებს ჩინეთი საქართველოში ახალ ქალაქს - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა „ფორბსი“ აქვეყნებს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.08.2016
24.08.2016
USD
1
USD
2.2788
2.2789
EUR
1
EUR
2.5739
2.5824
GBP
1
GBP
2.9836
3.0038
RUB
100
RUB
3.5383
3.5175