აზერბაიჯანული კომპანია "აზერენერჯი" "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის ყიდვას გეგმავს

აზერბაიჯანული კომპანია "აზერენერჯი" რუსეთისგან ბუნებრივი აირის ყიდვას გეგმავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელშად ნასიროვმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს რუსული "გაზპრომიდან" სააქციო საზოგადოება "აზერენერჯისთვის" იყიდის. ამასთან, ნასიროვის თქმით, რუსეთისგან გაზის ყიდვისთვის "სოკარის" ინფრასტრუქტურა იქნება გამოყენებული.

"სააქციო საზოგადოება "აზერენერჯის" დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება. არსებული მარაგი არ არის საკმარისი. ამიტომაც გადაწყდა გაზის იმპორტი, ამისათვის კი "სოკარს" შეუძლია ინფრასტრუქტურის შეთავაზება", - განაცხადა ნასიროვმა.