აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს
აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს
3 თებერვალი / 2016
"საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, შეძლებს გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს"

ევროპისა და აშშ-სთვის საქართველო, გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების კუთხით,  ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა უნდა გახდეს. ამის შესახებ საუბარია ატლანტიკური საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში „დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ“.

ანგარიშის ავტორის არიელ კოენის მოსაზრებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმდე დაიყვანოს.
„ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც დამოკიდებულია რუსულ გაზზე ან წარმოადგენს მთავარ სატრანზიტო კორიდორს რუსული და კასპიური გაზისთვის, სინამდვილეში ენერგორესურსების დიდი მარაგი აქვს. ამ თვალსაზრისით, ამ ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ დამოუკიდებელი, ან თითქმის დამოუკიდებელი. მაგალითად, საქართველო ევროპისთვის ნახშირწყალბადის პოტენციურად მნიშვნელოვანი წყარო გახდა", - აღნიშნავს აშშ-ის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი არიელ კოენი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია „Frontera Resources“-მა დააანონსა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის შეფასებით, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში“ ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

"თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, შეძლებს გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.
„სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი“ შეძლებს გაზის მიწოდებას თურქეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ევროპულ ბაზრებზე. საქართველოს შეუძლია განახორციელოს გაზის ექსპორტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე თხევადი გაზის მცირე ტერმინალით, ან თურქეთში გაყვანილი მთავარი საექსპორტო გაზსადენითა და ასევე ტანაპით", - წერს არიელ კოენი.
ანგარიშის თანახმად, დღეს საქართველო თურქეთსა და ევროპაში დღეში დაახლოებით 2 მილიონ ბარელი ნავთობის ტრანზიტს უზრუნველყოფს. მომავალში, ენერგორესურსების ექსპორტისგან მიღებული უზარმაზარ მოგებას შეუძლია აქციოს ეს ქვეყანა მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ და უზრუნველყოს ფინანსური ბაზა ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებისთვის და სოციალური დაცვის გაუმჯობესებული სისტემისთვის.

"საქართველოს მზარდი
You must have Flash Player installed in order to see this player.
როლი აქვს, როგორც ნავთობის და გაზის დასავლეთ-აღმოსავლეთის ტრანზიტულ ჰაბს, მწარმოებლისა და ექსპორტიორის სტატუსი ამ ქვეყანას უფრო მეტ რეგიონულ აქტუალურობას მისცემდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ახლა აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს საკუთარი მნიშვნელობა ნატო-სთვის და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ამას ხელს უწყობს მისი სტრატეგიული ადგილბმდებარეობა, სადაც ის ესაზღვრება ნატო-ს ყველაზე დასავლელ წევრ თურქეთსა და ასევე რუსეთს", - აღნიშნავს ავტორი. 
არიელ კოენის მოსაზრებით, საქართველოს დღეს სჭირდება მეტი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, მეტი გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, რომლის გარეშე უცხოური ინვესტიციების ფართოდ მოზიდვა რთული იქნება.
„სტრატეგიული ადგილმდებარეობით და რეზერვებით, ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალთან და თურქული ბაზრის სიახლოვესთან ერთად, საქართველო შეიძლება გახდეს ენერგორესურსების პერსპექტიული მიმწოდებელი არამხოლოდ შავი ზღვის მთელ რეგიონში, არამედ მის გარეთაც“, - წერს არიელ კოენი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი.

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
კომენტარები (36)
05.02.2016
ზუბენელგენუბი
დიახ, 2 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი ხდება ყოველდღიურად საქართველოს გავლით. მილსადენებით რომელსაც მართავს და აქციების ძირითად ნაწილს ფლობს ბრიტანული ნავთობ კომპანია.
04.02.2016
ბესო
გაზის მარაგი არა კვახი, ოე ოე მუშა! ადე საქმე გააკეთე
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.08.2016
საქართველოს 28-29 აგვისტოს ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ქალაქ ბოჯნურდის დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც ბოჯნურდის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მოჰამად სამადი ხელმძღვანელობს.
სრულად
29.08.2016
საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი მცირდება.
სრულად
28.08.2016
ამერიკული ავიაკომპანია JetBlue Airways 31 აგვისტოდან კუბასთან მუდმივ ავიამიმოსვლას დაიწყებს.
სრულად
28.08.2016
საინვესტიციო ბანკის America Merrill Lynch-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, მომავალ წელს „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 61 დოლარს მიაღწევს.
სრულად
26.08.2016
რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, უფრო მეტი მედალი აქვს ღარიბ ქვეყნებთან შედარებით.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.08.2016
29.08.2016
USD
1
USD
2.2856
2.2856
EUR
1
EUR
2.5802
2.5802
GBP
1
GBP
3.0147
3.0147
RUB
100
RUB
3.5265
3.5265