გაზის ულევი მარაგი თუ დიდი "აფიორა"
გაზის ულევი მარაგი თუ დიდი "აფიორა"
4 თებერვალი / 2016
საქართველოში "ფრონტერას" მიერ რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი გაზის აღმოჩენა ამჯერად ატლანტიკური საბჭოს ანგარიშიდან გახმოვანდა. მისი ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ფრონტერას" მხარი უნდა დაუჭიროს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ენერგეტიკის სამინისტრო უკვე 20 წელია აღნიშნული კომპანიისგან გაზის რესურსების დამადასტურებელ დოკუმენტებს ელოდება. ქართველი ენერგეტიკოსები კი "ფრონტერას" აღმოჩენებს მორიგ "აფიორად" აფასებენ.

რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, რომ საქართველოში 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი დადასტურებული მარაგია, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია "ფრონტერას" ენერგეტიკის სამინისტროში არ შეუტანია. გუშინ ეს საკითხი ისევ აქტუალური გახდა, ვინაიდან "ფრონტერას" ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოში გაზის მარაგების ამბავი ატლანტიკური საბჭოს ანგარიშში მოხვდა.

"თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, მოახერხებს გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი" შეძლებს გაზის მიწოდებას თურქეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ევროპულ ბაზრებზე. საქართველოს შეუძლია განახორციელოს გაზის ექსპორტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე თხევადი გაზის მცირე ტერმინალით ან თურქეთში გაყვანილი მთავარი საექსპორტო გაზსადენითა და "ტანაპის" მეშვეობით", - წერს ანგარიშის ავტორი არიელ კოენი.

კოენის მოსაზრებით, დღეს "ფრონტერას" მეტი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან სჭირდება, მეტი გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, რომლის გარეშე უცხოური ინვესტიციების ფართოდ მოზიდვა რთული იქნება.

სწორედ მეტ გამჭვირვალობას და დოკუმენტაციას ითხოვს ენერგეტიკის სამინისტრო. მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ უკვე სამი წელია კომპანია "ფრონტერა" ასეთ განცხადებებს აკეთებს. თავდაპირველად საუბარი იყო 42 მილიარდ კბ/მ აირის მარაგზე, შემდეგ 1 ტრილიონზე და ახლა უკვე 3.8 ტრილიონ კბ/მ-ზე, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია მათ არ მიუღიათ.

"თავის დროზე "ფრონტერამ" დაუკვეთა გარკვეული მარაგების პოტენციალის შეფასების ანგარიში. ამ ანგარიშში დადებითად ფასდება ის რესურსი, რომელიც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს, მაგრამ არ არის დადასტურებული, რომ ეს არის მოპოვებადი რესურსი. ჩვენ "ფრონტერასგან" ველოდებით კონკრეტულ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საინვესტიციო სამუშაო გეგმა იქნება შემუშავებული, რომ რეალურად დადასტურდეს ეს რესურსი", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა და დასძინა, რომ "ფრონტერა" საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია საქმიანობს და მას კომერციული მოპოვება არ დაუფიქსირებია, რასაც არსებული ხელშეკრულება და მარეგულირებელი წესები ავალდებულებს.

"ფრონტერას" გაანგარიშების მიხედვით, საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაზის რესურსი აქვს, ვიდრე აზერბაიჯანს. ამასთანავე, ჩვენ ვუსწრებთ ბუნებრივი აირის მომპოვებელ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან ლიბია (1,6 ტრილიონი კუბური მეტრი), ქუვეითი (1,8 ტრილიონი კუბური მეტრი), უზბეკეთი (1,8 ტრილიონი), ყაზახეთი (1,9 ტრილიონი), არაბთა გაერთიანებული საემიროები (2,2 ტრილიონი), ნორვეგია (2,3 ტრილიონი), ინდონეზია (3 ტრილიონი), ჩინეთი (3,1 ტრილიონი). ამ გათვლებით, საქართველო ლამის გაზის მომპოვებელი ქვეყნების ათეულშია. რეალურად კი "ფრონტერა" წელიწადში, დაახლოებით, 20-25 მილიონ კბ/მ ბუნებრივ აირს მოიპოვებს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, საქართველოში თავისუფალი გაზის დადასტურებული მარაგი შეფასებულია 4 საბადოზე: რუსთავის (შუა ეოცენი), სამგორის (ქვედა ეოცენი), ნინოწმინდის (შუა ეოცენი, გაზის ქუდი) და მწარე ხევის (ზედა პლიოცენი) და მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 1,874 მლრდ კუბურ მეტრს.

გარდა ამისა, ნავთობის საბადოებზე ნავთობში გახსნილი გაზის მარაგი დათვლილია ყველა საბადოზე და ასეთი გაზის დადასტურებული მარაგების ჯამური რაოდენობა შეადგენს 75,3 მილიონ კუბურ მეტრს, ანუ ჯამურად თავისუფალი გაზის და ნავთობში გახსნილი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 1,922 მლრდ კუბურ მეტრს. ეს "ფრონტერას" გათვლებს 2000-ჯერ ჩამორჩება.

ენერგეტიკოს გია არაბიძეს "ფრონტერას" ასეთი მასშტაბური აღმოჩენების შესახებ არ სჯერა და ფიქრობს, რომ ეს მორიგი აფერაა, რომლის აგორებაც "ფრონტერას" სხვა ინტერესების გამო სჭირდება.

"მე მაინც მგონია, რომ ეს არის მორიგი მაქინაცია, რომელიც "ფრონტერასაგან" 15 წელია მესმის. არც ერთი ჩვენი წყარო, გარდა "ფრონტერასი", ამას არ ადასტურებს - ჩვენი აკადემია, მეცნიერები, გეოლოგები. იმ ხალხს, რომელიც უშუალოდ ამ საქმეში არიან ჩართულები, არაფერი უთქვამთ და უცებ "ფრონტერამ" იმდენი გაზი იპოვა, რომ სანამ დედამიწა იარსებებს, გვეყოფა, როგორც ვიცი, ამ ინფორმაციის გავრცელებით საფონდო ბირჟებზე თამაშობენ", - აცხადებს გია არაბიძე.

ენერგეტიკოსი დავით ელიაშვილი, "ფრონტერას" აღმოჩენებს ზღაპარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ მცირე რაოდენობის გაზი არსებობს იქ, სადაც ნავთობი მოიპოვება.

"ასეთი ინფორმაცია "ფრონტერას" მიერ დროდადრო ვრცელდება ხოლმე. კომპანიამ ერთხელ მაინც ხომ უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორ ჩატარდა კვლევა, ჩააყენოს მთავრობა საქმის კურსში. ეს მხოლოდ ჭორებია. საქართველოში სერიოზული კვლევა არც კი ჩატარებულა", - ამბობს დავით ელიაშვილი.

საქართველოში გაზის მოპოვება გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორი, პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ კბ/მ-ს აღწევდა. მას შემდეგ გაზის მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში გაზის მომპოვებელმა კომპანიებმა მთლიანად მხოლოდ 69 მლნ კბ/მ აირი მოიპოვეს.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (9)
09.02.2016
ალექს
მაყვალა და ვანო ოპერაში გედების ტბაზე არიან,ანტრაქტში მაყვალამ გაშალა ინტერნეტი ბი ფი ენ სკანდალიაო ანაკლიის პორტშიო,ვანომ გაზიაო კახეთშიო. მაყვალ სად ნახეს კახეთში გაზიო,იქ იგრეა გაზი,როგორც აქ ტბაო !? აბა რა ვი,ვერც ანაკლიაში ვნახე მე სკანდალიო და არც გედებს გადაუფრენიათ ჩვენს თავზე შხუილითო !?
04.02.2016
ნიკო
ეკონომისტს: 1.გია არაბიძე გეოლოგი არ არის არამედ თბო-ენერგეტიკოსია და საკმაოდ კომპეტენტურიც. მასწავლიდა მე და ვიცი. 2."სანამ დედამიწა იარსებებს" პირდაპირი გაგებით არ უნდა გაიგოთ;თუ ახლა 9 მილიარდს მოვიხმართ წლიურად იანგარიშეთ და მიხვდებით რამდენი წელი ეყოფა 3.8 ტრილიონი საქართველოს.
მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 19კმ-იან მონაკვეთს „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს, - ამის შესახებ  ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში"  აცხადებენ.
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამსახურის მუშაობის პროცესს გაეცნო.
ვარშავის სამიტზე, განხილვის ერთ-ერთი საკითხი ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP) მილსადენების პროექტების რეალიზება გახდება.
კახეთის რეგიონში ხორბლის აღება დაიწყო.
ჩვენს ენერგობაზარზე „გაზპრომის“ ნებისმიერი სახით შემოსვლა არასასურველია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათო,
„გაზპრომმა“ ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ.
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაათვლიერეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.06.2016
სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენმა" ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა.
სრულად
24.06.2016
ექსპორტის ხელშეწყობისთვის სპეციალური სააგენტოს პრეზენტაცია თვის ბოლოს გაიმართება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
სრულად
24.06.2016
ინგლისის ბანკმა პირობა დადო, რომ ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს, რათა დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მონეტარული და ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს.
სრულად
24.06.2016
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების საკითხზე არ აისახება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
სრულად
24.06.2016
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების ფონზე ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსმა რეკორდული 7,4%-იანი დაცემა დააფიქსირა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.06.2016
25.06.2016
USD
1
USD
2.2431
2.2941
EUR
1
EUR
2.5603
2.5377
GBP
1
GBP
3.3431
3.1443
RUB
100
RUB
3.4964
3.5037