ტურისტებისათვის ყველაზე იაფი დედაქალაქები ევროპაში

გამოცემა „დეილი მეილი“ ევროპაში ყველაზე იაფ და ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული დედაქალაქების და ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს. სიაში პირველი ადგილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას უკავია. აქ 2015 წლის განმავლობაში ერთი ღამის გათენება საშუალოდ 67 დოლარი ჯდებოდა. მეორე ადგილას მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე გავიდა, სადაც ერთი დღის გატარება ტურისტებს საშუალოდ 70 დოლარად შეუძლიათ. მათ მოჰყვება ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქი სარაევო დღეში მხოლოდ 74 დოლარით.

ყველაზე ძვირადღირებულ დედაქალაქებს შორის კი ევროპაში ლონდონი მოხვდა, სადაც ტურისტს ერთი ღამის გათენება საშუალოდ 267 დოლარად შეუძლია, მეორეზე შვეიცარიის დედაქალაქი ბერნია - 219 დოლარით და ხოლო მესამეზე - პარიზი 196 დოლარით.

ამასთან, საბერძნეთში მდებარე სანაპირო ქალაქები ერთ-ერთი ყველაზე იაფია ტურისტებისთვის. 2015 წელს ყველაზე იაფ ქალაქს ამ ქვეყანაში სალონიკი წარმოადგენდა, სადაც სასტუმროში ერთი დღე-ღამის გატარება 83 დოლარი ღირდა.