როდის შეწყვეტს კალაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებას

"არ ვიცი, აზერბაიჯანული მხარე იტყუება თუ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ..."

რა ეტაპზეა "გაზპრომთან" მოლაპარაკება და გათვლილია თუ არა პოლიტიკური საფრთხეები, ამ კითხვებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პასუხობს:

- კომპანია "ფრონტერას" განცხადებით, კახეთში აღმოჩენილი გაზის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება?

- შესაძლოა მიწის ქვეშ ბუნებრივი აირის გარკვეული მარაგები იყოს, მაგრამ ინფორმაციის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციაა საჭირო, ფაქტის დამტკიცების შემდეგ უნდა გადაწყდეს, რამდენად სწორი იქნება ამ გაზის ამოღება როგორც კომერციულად, ისე ბიზნესის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანია საქართველოში 20 წელია მოღვაწეობს, მათ მიერ წარმოდგენილ ლიცენზიაში კი, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, მსგავს სამუშაოებზე არაფერია ნათქვამი.

- ბაქოში­ თქვენი ვიზიტისას, რა საკითხზე ისაუბრეთ აზერბაიჯანულ მხარესთან?

- ბაქოში "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შევხვდი. საუბარი გაზსაცავზე გვქონდა, რომლის მშენებლობაც, ვფიქრობ, წელს დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. შაჰ-დენიზ­ზეც ვისაუბრეთ, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტი მათი დახმარებით შევავსოთ. ეს მხოლოდ "სოკარის" გადასაწყვეტი არ არის, კონსორციუმში სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია ერთიანდება. მათ რამდენჯერმე ვთხოვეთ, ჩვენთვის დამატებითი მოცულობის წამოღების შესაძლებლობა მოეცათ, თუმცა უარს ვიღებდით. ამჯერად მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში შევიდა...

- თუ შაჰ-დენიზიდან გაზის დამატებითი­ მოცულობის წამოღება მოხერხდა, "გაზპრო­მთან" მოლაპარაკება დასრულდება?

- გაზის ის მოცულობა­ შეიძლება აღარ იყოს საჭირო, რაზეც დღეს არის საუბარი.

რუსუდან შელია

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 8 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად