TOP 5 ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყანა

ცხოვრების დონე სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, შესაბამისად მეტად არათანაბარია სიმდიდრის გადანაწილება.

ზოგიერთ ქვეყანაში საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობენ, ზოგან კი საკვებიც ენატრებათ. გაერო-ს მონაცემებით, ყოველდღიურად შიმშილისგან მსოფლიოში დაახლოებით 25 ათასი ადამიანი იღუპება, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. 1 მილიარდი ადამიანი დღეში მხოლოდ 1 დოლარად ცხოვრობს, ხოლო 2,5 მილიარდი ადამიანის ყოველდღიური შემოსავალი დაახლოებით 2 დოლარია.

სიმდიდრის გაზომვის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის განსაზღვრაა. სწორედ ამ შედეგების შეჯამებით გამოვავლინეთ ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ხუთეული.

ხუთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა

1. ყატარი

ნავთობის დადასტურებული მარაგების სიდიდით ქვეყანა მეცხრე ადგილზეა მსოფლიოში.

მოსახლეობა - 2,1 მლნ კაცი.

მშპ - 211,8 მლრდ დოლარი.

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე -139 760 ათასი დოლარი.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლოვობა 78,6 წელი.

2. სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი მაკაო, ჩინეთი

მაკაო მსოფლიოს აზარტული თამაშების დედაქალაქია და მისი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარი ტურიზმის წილად მოდის.

მოსახლეობა - 577 914 კაცი.

მშპ - 55,5 მლრდ დოლარი.

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 118 110 დოლარი

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა - 80,3 წელი.

3. ქუვეითი

ქუვეითი მდიდარია ნავთობით და მსოფლიოში მეხუთეა დადასტურებული მარაგების მოცულობის სიდიდით.

მოსახლეობა - 3 753 121

მშპ - 175,8 მილიარდი დოლარი

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 82 210 დოლარი სიცხოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა - 74 წელი.

4. სინგაპური

ეს აზიური ქალაქი-სახელმწიფო მთლიანად ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ის უმსხვილესი ფინანსური სავაჭრო ცენტრია მსოფლიოში და მისი პორტი ერთ-ერთი დატვირთულია ტვირთბრუნვის თვალსაზრისით.

მოსახლეობა - 5 469 700

მშპ - 307,9 მლრდ.

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 80 270 დოლარი

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 82 წელი.

5. ბრუნეი

ეს ნავთობით მდიდარი ქვეყანა კუნძულ ბორნეოზე ეტევა და ინდონეზიასა და მალაიზიას ესაზღვრება. მისი ექსპორტი თითქმის 2,3-ჯერ აჭარბებს იმპორტს.

მოსახლეობა 417 394

მშპ 17,3 მლრდ დოლარი

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 72 190 დოლარი

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 78,6 წელი.

ხუთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა

1. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

სიღარიბის დონე ამ ქვეყანაში 62%-ია.

მოსახლეობა - 4 804 316.

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 600 დოლარი.

მშპ 1,8 მილიარდი დოლარი

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 50,1 წელი.

2. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

გაერო-ს მონაცემებით კონგოს 500 ათას მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსი აქვს.

მოსახლეობა 74 877 030

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 650 დოლარი

მშპ - 33 მლრდ დოლარი.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 49,9 წელი.

3. ლიბერია

სტატისტიკის თანახმად, ლიბერიის მოსახლეობის დაახლოებით 90% დღეში 1,3 დოლარზე ნაკლებად ცხოვრობს.

მოსახლეობა 4 396 554.

მშპ - 2 მლრდ დოლარი.

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 700 დოლარი.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 60,5 წელი.

4. ბურუნდი

ქვეყანაში მოსახლეობის 66,9% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ქვეყნის მთლიანი დოვლათის თითქმის მეხუთედი უცხოელი დონორების დახმარების წილად მოდის.

მოსახლეობა - 10 816 860

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 770 დოლარი

მშპ 3,1 მილიარდი დოლარი.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 54,1 წელი.

5. მალავი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობა, კორუფციის მაღალი დონის გამო ქვეყნის ბიუჯეტში უცხოური დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება.

მოსახლეობა 16 695 253

მშპ 4,3 მლრდ დოლარი

მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე – 790 დოლარი

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 55,2 წელი,

სად არის საქართველო?

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 903 აშშ დოლარია. სხვათა შორის, 900 დოლარიანი ზღვარი გადამწყვეტია ქვეყნის სიღარიბის შეფასებისას. თუ მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 900 დოლარზე ნაკლებია, ქვეყანა ღარიბთა რიგებს მიეკუთვნება, 900 დოლარიანი ზღვარის გადაკვეთისას კი უკვე განვითარებადი ქვეყნების რიგებში დგება.

ემა ტუხიაშვილი