ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი განაახლა.

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პირველი დასავლური კომპანია, რომელმაც ევროპაში ექსპორტის მიზნით, ირანული ნავთობის ჩამოტვირთვა დაიწყო, შვეიცარული ტრეიდერი Glencore გახდა.

შვეიცარული კომპანიის კუთვნილმა ტანკერმა 80 ათასი ტონა ნავთობი ჩამოტვირთა სპარსეთის ყურის ტერმინალში.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანი ევროპისთვის ყოველდღიურად 300 ათასი ბარელი ნავთობის მიწოდებას გეგმავს.