დიმიტრი ქუმსიშვილი - სტარტაპების დაფინანსების მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ

სტარტაპების დაფინანსების მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტარტაპების საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

"სტარტაპების დაფინანსების მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ამაზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.