რას მოგვიტანს ირანთან უვიზო რეჟიმი?

ორწელიწადნახევრიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველო ირანისთვის დაწესებულ სავიზო რეჟიმს აუქმებს. საქართველოს მიერ ცალმხრივად შეჩერებული უვიზო რეჟიმი ირანისთვის 15 თებერვლიდან განახლდება. რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები შეფერხდა. საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის განმარტებით, დაწესებულმა შეზღუდვამ ყველაზე მეტად სავაჭრო ბრუნვასა და ინვესტიციებზე მოხდინა გავლენა.

საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად, პირველ რიგში ტურისტული ნაკადების გააქტიურებას ელოდებიან. პალატაში ასევე საქართველოში მსხვილი ირანული საინვესტიციო პროექტების დაწყებას ვარაუდობენ. ექსპერტები სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას ელოდებიან.

ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ირანისთვის საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია იყოს საინტერესო.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე