ევროკომისია - შენგენის ზონის გაუქმება დასავლეთის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით დააზარალებს

მიგრაციული კრიზისის გამწვავების ფონზე, ევროკომისია ევროკავშირს აფრთხილებს, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები მილიარდობით დოლარით დაზარალდებიან.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენგენის ზონის დაშლა მის წევრებს 18 მილიარდამდე ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, სასაზღვრო კონტროლის დაწესების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებს 7,1 მილიარდი ევროს გამოყოფა მოუწევთ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენგენის ზონის გაუქმების შემთხვევაში დაზარალდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგები, ასევე შრომის ბაზარი. ხოლო სავიზო რეჟიმის დაწესება ტურიზმის დარგს წელიწადში 10-დან 20 მილიარდამდე ევროთი დააზარალებს.

ამასთანავე, ბრიუსელმა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საბერძნეთს, გაააქტიუროს ძალისხმევა მიგრაციული კრიზისის გადაწყვეტისა და საზღვრების დაცვის საკითხში.

კერძოდ, ევროკომისია მიიჩნევს, რომ კრიზისის გამწვავებას ხელს უწყობს საბერძნეთში მიგრანტთა მიღებისა და რეგისტრაციის ცენტრების ნაკლებობა.

ევროკავშირის მონაცემებით, გასულ წელს საბერძნეთში ჩასული 800 000 მიგრანტიდან მოხდა მხოლოდ 16 000 მათგანის დეპორტაცია.