კახა კალაძე - არის საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ

შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აფხაზურ მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.

კახა კალაძე ადასტურებს, რომ წყალსაცავში წელს წყლის ნაკლებობა იყო და არ არის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში.

"შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული და რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ," - განაცხადა კახა კალაძემ.