აბას თალები-ფარი - ირანში 2-3 თვეში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ელოდებიან

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ირანში ვიზიტის დროს განსახილველი საკითხები იქნება ელექტროენერგიის გაცვლა, გაზის თემა და წყლის რესურსების ექსპორტი საქართველოდან ირანში.

ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, აბას თალები-ფარიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კალაძე ირანში ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრება.

ელჩისვე ინფორმაციით, დაახლოებით 2-3 თვეში ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.

"ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერება ხელი", - აღნიშნა ირანის ელჩმა.