მსოფლიოს ყველაზე ოპტიმისტი და პესიმისტი ქვეყნები

ჩინეთი ყველაზე ოპტიმისტურ ქვეყნად დასახელდა. ასეთია საერთაშორისო კვლევითი კომპანია YouGov-ის გამოკითხვის შედეგები.

კომპანიამ გამოკითხა 18 ათასი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები ჩინეთში ცხოვრობენ - რესპონდენტთა 41%-ს სჯერა, რომ მსოფლიო უკეთესობისკენ იცვლება.

მეორე ადგილი დაიკავა ინდონეზიამ 23%-ით, მესამე კი საუდის არაბეთმა - 11%-ით. დადებითი ცვლილებების სჯერა გამოკითხული ამერიკელების 6%-ს, ყველაზე პესიმისტები კი ფრანგები აღმოჩნდნენ. გამოკითხულ ფრანგთა 81% მიიჩნევს, რომ მსოფლიო უარესობისკენ იცვლება.

პესიმისტებს შორის მეორე ადგილზე ჰონკონგი, მესამეზე კი ავსტრალია გავიდა.