უახლოეს დღეებში ირანი ევროპას 4 მილიონ ბარელ ნავთობს მიაწვდის

უახლოეს დღეებში ირანიდან ევროპაში 4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩავა.

ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის (NIOC) ხელმძღვანელის როკნოდინა ჯავადის განცხადებით, ორი მილიონი ბარელი ნავთობი ფრანგულმა კომპანია „ტოტალმა“ შეიძინა, დანარჩენი კი რუსულმა და ესპანურმა კომპანიებმა.

აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანმა განაცხადა, რომ მომევნო ექვსი თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის ექსპორტს დღეში სულ მცირე მილიონ ბარელამდე გაზრდის.