"ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ"

მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად იქ ირღვევა, სადაც მონოპოლია არსებობს. საქართველოში ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორში ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიები ჩამოყალიბდა და აბონენტების უკმაყოფილებასაც ყველაზე ხშირად სწორედ ამ კომპანიების მიმართ გაიგონებთ. ზოგი არასტაბილური ენერგომომარაგების გამო ჩივის, ზოგიც დაუსრულებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზოგსაც მიაჩნია, რომ კომუნალური გადასახადი უსამართლოდ დაარიცხეს. ბოლო დროს კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - რამდენიმე მომხმარებელმა შემოგვჩივლა, რომ იმავე მოხმარების პირობებში, ბუნებრივი აირის გადასახადი გაეზარდათ. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა გათბობის სისტემებიც შეამოწმებინა, თუმცა ისინი გამართულად მუშაობდნენ. შესაბამისად, გაჩნდა ვერსიები, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რომ წნევაა დაბალი ან მრიცხველები არ მუშაობს გამართულად. სპეციალისტები კი რამდენიმე არსებით გარემოებაზე საუბრობენ, რაც არა მხოლოდ აბონენტების უფლებებს, არამედ მათ უსაფრთხოებასაც ეხება.

ემა ტუხიაშვილი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე