საქართველოს პორტები
საქართველოს პორტები
15 თებერვალი / 2016
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 5,7 მლნ ტონა.
2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა - 54,695 TEU (1 TEU-20 ფუტი - 6,1 მეტრი)
საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 100 000 TEU  წელიწადში.
სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 180 000 მგზავრი წელიწადში.
2008 წლის თებერვალში სს "ყაზტრანსოილის" შვილობილმა კომპანიამ - შპს Batumi Industrial Holding-მა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 49 წლით ექსკლუზიური მართვის უფლება და ბათუმის ნავთობტერმინალის აქციების 100%-იანი პაკეტი შეიძინა.

ფოთის პორტი
2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 6,8 მლნ ტონა
2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა – 325,121 TEU
საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა - 400 000 TEU წელიწადში.
2008 წელს ფოთის პორტის აქციების 51% და პორტის მართვის უფლება 49-წლიანი ვადით არაბულმა კომპანია "რაკიამ" (RAK Investment Authority) შეიძინა. მოგვიანებით კომპანიამ პორტის აქციების დარჩენილი წილიც იყიდა და აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2011 წლის აპრილში "რაკიამ" ფოთის პორტის აქციების 80% დანიურ გიგანტს AP Moller-Maersk Group-ის შვილობილ APM Terminals-ს მიჰყიდა და პორტის მართვიდან გავიდა.

ყულევის პორტი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი"
2015 წლის განმავლობაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 2,5 მილიონი ტონა
ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში - 10 მლნ ტონამდე.
ყულევის ნავთობტერმინალი 2007 წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარმა" შეიძინა.

სუფსის საზღვაო ტერმინალი

2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა - 4,2 მლნ ტონა
წლიური გამტარუნარიანობა - 7 მილიონი ტონა
1999 წლის 17 აპრილს სუფსაში გაიხსნა სუფსის ტერმინალი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი. ტერმინალის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო - 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ააშენებს.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "TBC ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია "კონტი ინტერნეშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
კონტრაქტის შესაბამისად, ნავსადგური აშენდება 9 ფაზად და საბოლოო ჯამში, მისი წლიური გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონა ტვირთს.
პორტი ოპერირებას დაიწყებს მშენებლობიდან 3 წელიწადში, როცა მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონას მიღწევს.
მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.
ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები.
ახალი ნავსადგური დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობას ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპამდე.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება ჭიათურის მარგანეცის წარმოება, რამაც დააჩქარა დასავლეთ ევროპის კაპიტალისტური ქვეყნების მრეწველობისათვის უცხოეთის ბაზარზე ამ ნედლეულის მოთხოვნილების ზრდა.
ბათუმის სეზონის გახსნასთან ერთად უამრავი ახალი კაფე გაიხსნა, ძველი კი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
“ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.
ჩვენ საზოგადოებას ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელების პირობა მივეცით და მე ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან.
სატერმინალო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანიები კვლავ "კორპორაცია ფოთის პორტის" წინააღმდეგ გამოდიან.
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი #263 ბ-ში, მომხმარებელს „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვისცენტრის მომსახურებით სარგებლობის საშუალება ექნება.
„ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის მიერ აშენებული კორპუსის, ბათუმის „მაგნოლიას“ ბინადრებმა აქცია გამართეს.
ბათუმში მალე ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ.
ბათუმში, ხვალ „თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალის გახსნის ცერემონია გაიმართება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.07.2016
„გაზპრომი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციის საკითხებით დაკავდება.
სრულად
25.07.2016
ბრიტანეთის ახალმა ფინანსთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა თავისუფალი სავაჭრო მიმოსვლის შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებები დაიწყო.
სრულად
25.07.2016
საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება ჭიათურის მარგანეცის წარმოება, რამაც დააჩქარა დასავლეთ ევროპის კაპიტალისტური ქვეყნების მრეწველობისათვის უცხოეთის ბაზარზე ამ ნედლეულის მოთხოვნილების ზრდა.
სრულად
25.07.2016
თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სრულად
24.07.2016
პოლონეთი „გაზპრომისა“ და მისი ექვსი ევროპელი პარტნიორის მიერ გაზესადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.07.2016
26.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3473
EUR
1
EUR
2.5864
2.5792
GBP
1
GBP
3.0776
3.0848
RUB
100
RUB
3.6425
3.6180