რატომ ვერ სახლდებიან რუსები აფხაზეთში
რატომ ვერ სახლდებიან რუსები აფხაზეთში
20 თებერვალი / 2016
„კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი ნიკოლაი ვარსეგოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ახრა არისთავასთან ინტერვიუ ჩაწერა. რუსი ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, რატომ არ აძლევენ აფხაზები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებელი სახლების შეძენის უფლებას.

- თქვენ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, რამდენი გაქვთ ხელფასი?

- 9 000 რუბლი, მინისტრს ოდნავ მეტი. აკადემიკოსები 10 000-ს იღებენ, მსახიობი - 3 000-ს, დამლაგებელი 5 000-ს. მაგალითად, მე საკუთარი ბინა არ მაქვს და მშობლების სახლში ვცხოვრობ. ჩემსავით აფხაზეთში 95% ცხოვრობს. საშუალო და შედარებით მდიდარი კლასი დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

მაგალითად, მივეცით უცხოელებს აქ სახლების შეძენის უფლება. რუსეთში გასულ წელს საშუალო ხელფასი 45 000 რუბლი იყო, რაც ნიშნავს, რომ რუსები თავისუფლად შეძლებენ აქ ბინების შეძენას, ჩვენს მოქალაქეებს კი შეშურდებათ.. ეს ანტირუსულ განწყობებს შექმნის.
რუსებისთვის თუ გაიხსნა საცხოვრებელი ბინების ბაზარი, ჩვენთვის ის საერთოდ დაიკეტება, ეს კი კატასტროფა იქნება. აქ ახალგაზრდა ოჯახები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და ამ ნიადაგზე განქორწინებების უზარმაზარი რაოდენობაა.
- გუშინ ვესაუბრე რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელს იური აიკინს. ის ამბობს, რომ აფხაზებს შეუძლიათ მიიღონ ყველასთვის მომგებიანი კანონი. მაგალითად, მისცენ უფლება რუსულ კომპანიას, გაგრაში რუსებისთვის საცხოვრებელი სახლი ააშენონ, მაგრამ ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, ბინების გარკვეული ნაწილი აფხაზებს გადასცეს.
- ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, პარლამენტი და ფიქრობენ ამ თემაზე. ახლა მთავარია შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი რუსულ დონემდე. აი, მაშინ უკვე შევძლებთ ამაზე საუბარს.
- აფხაზეთში უამრავი უმუშევარი ახალგაზრდაა, ამასთანავე ბევრი მიწა აუთვისებელია, მილიონობით რუბლის მოსავალი იკარგება იმის გამო, რომ მიწას ვერ ამუშავებენ. რა უშლის ხელს სამუშაო ადგილების შექმნას?
- სამწუხაროდ, ჩვენ საბაზრო ეკონომიკას მორგებული ახალი კანონები არ გვაქვს. არ გვყოფნის სპეციალისტები, რომ კანონები შეიმუშავონ, ამიტომ უცხოელები აქ ფულის დაბანდებას არ ჩქარობენ. მსოფლიოში 2 000 მდიდარი აფხაზია, რომლებსაც მილიონ დოლარამდე და მეტი აქვთ. მაგრამ ვერც ისინი ვერ ხედავენ აქ ფულის დაბანდების პირობებს.
- თქვენ თუ არ გყოფნით კანონმდებლები, აიღეთ რუსული კანონები და გამოიყენეთ.
- რუსეთის ფედერაცია უზ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არმაზარი ქვეყანაა, მისი კანონები პატარა სუბტროპიკულ აფხაზეთს არ გამოადგება.
- რუსი ბიზნესმენი თუ ჩამოვიდა აქ რამის ასაშენებლად, რა რისკები ელოდება?
- ჩვენ არ გვაქვს კანონი, რომელიც დაავალდებულებდა ჩინოვნიკებს, საქმე დროულად მოეგვარებინა. მაგალითად, უცხოეთიდან ჩამოვიდნენ აფხაზი ბიზნესმენები, პლასტიკური ბოთლებისა და ქილების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა უნდოდათ. განაცხადები შეიტანეს. უარს არავინ ეუბნება, მაგრამ ყოველ ჯერზე პასუხობენ: ხვალ მოდით, ან ზეგ მოდით და ასე თვეები გრძელდება.
- ალბათ ფულის გამოძალვაც ხდება?
- ამის ნიადაგი არსებობს.. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სისტემა დროს ფეხს ვერ უწყობს.
- მგონი, აქაური ხალხი ჩინოვნიკებზე უფრო გაბოროტებულია ... შეხედეთ, როგორი მანქანებით დადიან და როგორ სახლებს იშენებენ..
- დიახ, ასეთი პრობლემა არსებობს. ჩვენთან საგადასახადო ინსპექტორს არა აქვს უფლება ჰკითხოს მოქალაქეს, რა თანხით იშენებს ასეთ მდიდრულ სახლს ან რა ფულით იყიდა ძვირადღირებული ჯიპი. მთავრობას ესმის, რომ არ არის ნორმალური, როცა ხალხი საკუთარ ხელისუფლებას არ ენდობა. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ ჩინოვნიკებს, არამედ ბიზნესმენებსაც. თუ ის 100 მილიონიან სახლს იშენებს, ხოლო საშემოსავლო გადასახადს 120 რუბლს იხდის, ეს ნორმალურია? ამიტომ ჩვენი პრეზიდენტი პრიორიტეტულად ასახელებს საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონის რეფორმირებას.
- მაგრამ აფხაზეთში ბიზნესი ხომ მაინც მუშაობს.. რუსეთიც აგზავნის აქ ბევრ ფულს. რაზე იხარჯება ეს თანხები?
- წელს აფხაზეთმა რუსეთიდან 7 მილიარდ 700 მილიონი მიიღო სკოლებზე, საავადმყოფოებზე, გზებზე.. და კრედიტის სახით მილიარდ 200 მილიონი ბიზნესპროექტებზე..
- მილიარდ 200 მილიონი რაზე დაიხარჯება?
- ყველას, მათ შორის რუსებს, უფლება აქვთ, საპროექტო განაცხადი შეიტანონ. ერთადერთი პირობაა, ის აფხაზეთში იურიდიული პირის სტატუსით უნდა იყოს დარეგისტრირებული.
კომენტარები (7)
22.02.2016
აკა
იმიტომ, რომ აფხაზეთის სომხები არ უშვებენ საცხოვრებლად, ისე როგორც სომხეთში, სადაც სომხების გარდა არავის აცხოვრებენ... მალე აფხაზებსაც გააძევებენ...ასეა ეს!!!
22.02.2016
зура
ჯერ სომხები მოინელეთ.მერე რუსებს რომ შეიკვანთ ფეხებს შეგაწმინდავენ.ახლა როგორაა საქმე აფხაზების ვაის გევეყარეო და უის შევეყარეო.მალე სომეხი გადაგთელავთ თან დანას დაგარტყამენ უკნიდან.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ოლიმპიკს” ქალაქ თბილისში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ
ელენე აბაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში
ვახტანგ რჩეულიშვილი - დაზარალებულთა 70% ცუდი გადამხდელია და მათ საერთოდ არ უნდა მიიღონ ბინა.
დღეს საქართველოში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელმაც თავისი დანაზოგი მშენებლობაში ჩადო, კუთვნილი ბინა ვერ მიიღო და უსახლკაროდ დარჩა.
„ცენტრ პოინტის“ საქმე რამდენიმე დღის წინ კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა
თეთნულდის სამთო-სათხილამურო კომპლექსის განვითარების კონტექსტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერით მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის თემის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციას შეიმუშავებს.
ბოლო რამდენიმე დღეა თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა.
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონებისთვის სპეციალური წესი შეიქმნება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.07.2016
პოლონეთი „გაზპრომისა“ და მისი ექვსი ევროპელი პარტნიორის მიერ გაზესადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგია.
სრულად
23.07.2016
ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე 66 585 ჰა ფართობზეა აღებული
სრულად
22.07.2016
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი სასამართლოს წინაშე წარდგება.
სრულად
22.07.2016
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ფოლადის მწარმოებელი კორეული კომპანიის POSCO პირველ ვიცე-პრეზიდენტს ჯინ-სიკ ჩოის შეხვდა.
სრულად
22.07.2016
სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი ძირითადი წყარო და ლარის სტაბილურობის განმაპირობებელი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.07.2016
25.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3479
EUR
1
EUR
2.5864
2.5864
GBP
1
GBP
3.0776
3.0776
RUB
100
RUB
3.6425
3.6425