ქართული პასპორტი მსოფლიო პასპორტებს შორის 71-ე ადგილზეა
ქართული პასპორტი მსოფლიო პასპორტებს შორის 71-ე ადგილზეა
24 თებერვალი / 2016
„პასპორტის ინდექსის“ რეიტინგში, რომელსაც 2006 წლიდან მოყოლებული კომპანია Henley & Partners ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველოს სახელმწიფო პასპორტი 71-ე ადგილზეა.
რეიტინგი სავიზო შეზღუდვების მიხედვით დგინდება და უმთავრესი კრიტერიუმი კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილება და
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ ჩასვლის უფლება აქვთ კონკრეტულ ქვეყანაში.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს 67 ქვეყანაშია დაშვებული.

რეიტინგში საქართველოსთან ერთად, 71-ე პოზიციაზე აღმოჩნდნენ ყაზახეთი და ბელორუსი, 75-ე ადგილი ერგო აზერბაიჯანს. შედარებით მაღალ - 48-ე პოზიციაზეა რუსეთი, რომლის მოქალაქეებს მსოფლიოს 104 ქვეყანაში შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, უკრაინა კი რეიტინგში 58-ე ადგილზეა და მას უვიზო მიმოსვლა 81 ქვეყანასთან აქვს.

მსოფლიოს „ყველაზე გავლენიანი“ პასპორტის წოდება წელს გერმანულ პასპორტს ერგო. კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეებს 218-დან მსოფლიოს 177 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. პირველად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირველი ადგილი დათმო დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც პოზიციები საფრანგეთთან, იტალიასთან, ფინეთთან და ესპანეთთან გაიყო - ამ ქვეყნების მოქალაქეებს მსოფლიოს 175 ქვეყანაში შეუძლიათ მარტივად გადაადგილება.

ხუთეულს მიღმა დარჩნენ აშშ, ბელგია, დანია და ნიდერლანდები. აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულში პირველად აღმოჩნდნენ უნგრეთი და მალაიზია. რეიტინგის ბოლო 104-ე საფეხურზე არიან პაკისტანი, ერაყი და ავღანეთი.

კოკა კვირკველია
კომენტარები (1)
24.02.2016
ვალერი
71 ადგილი? ცოტა დაველოდოთ, სულ ამოგვშლიან მაგ სიიდან. ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ ნაძირა მთავრობის არჩევაში.
მსგავსი სიახლეები
გავლენიანი გამოცემა „ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის უმდიდრესი კლანების სიაში პირველად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიძის ოჯახი მოხვდა.
მსოფლიოს ოთხი წამყვანი ბანკი ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას.
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი ბელგიური კომპანია ”გილიანი” საქართველოში თხილის წარმოებით დაინტერესდა.
47 წლის ქართველი მილიარდერი, ბიზნესმენი მინდია გულუას რუსეთის ქალაქ კრასნოდარში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი დაჭრა.
რუსულმა კომპანიამ „ინდექს ტაქსი“ თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი ჩაუშვა.
ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დააწესებს.
გამოკითხული რუსების 23% მზად არის, არჩევნებზე საკუთარი ხმა გაყიდოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა.
პირველად, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს.
მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გერმანია შვეიცარიასთან საზღვარს აძლიერებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.08.2016
ეგვიპტეში ტურისტული ნაკადის შემცირების გამო 220 სასტუმრო დაიხურა.
სრულად
25.08.2016
მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის და ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რაზეც არის დამყარებული ყველაფერი საქართველოში
სრულად
25.08.2016
ასტანაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ყაზახეთის უმსხვილეს ოპერატორ და სატვირთო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სრულად
25.08.2016
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ გერგეთში მისასვლელ გზასა და გერგეთის სამებასთან მისასვლელ საფეხმავლო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სრულად
25.08.2016
თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, კურორტის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვითარებას ითვალისწინებს
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.08.2016
26.08.2016
USD
1
USD
2.2976
2.2857
EUR
1
EUR
2.5915
2.5817
GBP
1
GBP
3.0418
3.0228
RUB
100
RUB
3.5471
3.5239