ცხოვრების ხარისხის მიხედვით, თბილისი 230 ქალაქს შორის 188-ე პოზიციაზე აღმოჩნდა

ამერიკული სააგენტო „მერსერის“ მიერ წარმოდგენილ ცხოვრების ხარისხის რეიტინგში თბილისი მსოფლიოს 230 ქალაქს შორის 188-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ცხოვრების ხარისხის მიხედვით საუკეთესო ქალაქად ზედიზედ მეშვიდე წელია ვენა დასახელდა, რომელსაც ციურიხი, ოკლენდი, მიუნხენი, ვანკუვერი, დიუსელდორფი და ფრანკფურტი მოსდევენ.

რეიტინგის შედგენისას ავტორები ეყრდნობიან სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის დონეს, ასევე გარემო პირობებს.

ცხოვრების ხარისხის მიხედვით ყველაზე ცუდ ქალაქად ბაღდათი დასახელდა.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქალაქებს, რეიტინგში ბაქო 197-ე ადგილზე აღმოჩნდა, ერევანი - 182-ე, მოსკოვი - 167-ე, სტამბოლი კი 122-ე პოზიციაზე მოხვდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე