რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო
25 თებერვალი / 2016
ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილი დიდი სისწრაფით იზრდება, - წერს გაზეთი "რეზონანსი". თუ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ ბენზინსა და დიზელს, დაახლოებით, 10% ეკავა, იანვარში ეს მაჩვენებელი ერთბაშად 43%-მდე გაიზარდა. სპეციალისტები ამ ფაქტს რუსული საწვავის სიიაფით ხსნიან. პარალელურად აღნიშნავენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ბაზარი ახლა მეტად თავისუფალია, გაიზარდა იმპორტიორთა რიცხვი და შესაბამისად კონკურენცია.

როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, 1 ტონა რუსულ საწვავს იმპორტიორები 5-დან 10 დოლარამდე ფასდაკლებით ყიდულობენ. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, იანვარში რუსეთიდან 32,9 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 43%-ია. რუსეთმა ამ მაჩვენებლით გაუსწრო რუმინეთს, რომელიც საქართველოში საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ამჯერად რუმინეთი მეორე ადგილზეა და ამ ქვეყნიდან 17,9 ათასი ტონა (23,4%) ბენზინი და დიზელი მივიღეთ, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 9,5 ათასი ტონა (12,4%), საბერძნეთი - 6,7 ათასი ტონა (8,7%). ამ სტატისტიკაში, კიდევ ერთი ტენდენცია დაფიქსირდა, საქართველოში თურქმენეთიდან უფრო მეტი საწვავი შემოვიდა (5,4 ათასი ტონა, ანუ 7,0%), ვიდრე ბულგარეთიდან (4,2 ათასი ტონა, ანუ 5,5%).

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი სტაბილურად ხორციელდება, თუმცა ამ ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში შედარებით მოკრძალებული იყო და მხოლოდ 10%-ის ფარგლებში მერყეობდა.

"სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტრეიდერები რუსულ საწვავს შედარებით იაფად ყიდიან და მასზე მოთხოვნა ამიტომაც გაიზარდა.
"რუსული საწვავის ფასი უფრო მისაღებია. ჩრდილოეთიდან, ძირითადად, დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, თუმცა მატებაა ბენზინის კუთხითაც. ამ ტენდენციას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ფასი და ხარისხი. ამ შემთხვევაშიც ფასი "პლატცთან" მიმართებაში სპეციალური ფორმულით დგინდება, თუმცა შემდეგ, სხვა ქვეყნების საწვავთან შედარებით, ფასდაკლება უფრო მეტია - 1 ტონაზე 5-დან 10 დოლარამდე. ამასთანავე, ხარისხი, აბსოლუტურად, აკმაყოფილებს სტანდარტს. რუსეთიდან ევროდიზელის (10PPM) იმპორტი ხორციელდება", - ამბობს ზაალ იაკობიძე.

მისი ინფორმაციით, რუსეთიდან საწვავი ბათუმისა და ფოთის პორტებიდან შემოდის. ასევე ბოლო პერიოდში, საწვავის შემოტანა აზერბაიჯანის გავლით გარდაბანამდე რკინიგზითაც დაიწყო. "ვაჭრობა საერთაშორისო ტრეიდერების მეშვეობით ხდება და იმპორტიორებს უშუალოდ ქარხნებთან ურთიერთობა არ აქვთ", - აღნიშნავს ზაალ იაკობიძე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთიდან საწვავის ყველაზე დიდი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოცულობა შემოვიდა. მისივე განმარტებით, საწვავის ბაზარზე კონკურენცია ძალიან გაიზარდა, დაახლოებით 20 მსხვილი და პატარა იმპორტიორი საქმიანობს. შესაბამისად, მათთვის, ხარისხთან ერთად, რომელი მომწოდებლის მიერ დადგენილი ფასიც მისაღებია, საწვავის იმპორტს იმ ქვეყნიდან იწყებენ.

"ეს ხდება საერთაშორისო ტრეიდერების დონეზე, იმპორტიორებს ფასს ისინი სთავაზობენ. სიმართლე გითხრათ, რუსეთიდან ასეთი დიდი რაოდენობის საწვავის იმპორტი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ვინაიდან წინა წლებში მსგავსი ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა. რუსეთიდან, ძირითადად, დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, ბენზინი შედარებით მცირე რაოდენობით შემოდის. ბაზარი თავისუფალია და ტენდენცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. საქართველოში დღეს 20-ზე მეტი იმპორტიორი კომპანია ოპერირებს, როგორც საყოველთაოდ ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი და ამასთანავე დასძენს, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტის მოცულობის გაზრდაზე გავლენა მოახდინა იმ ფაქტმაც, რომ ძირითად შემომტანებს გარკვეული შეფერხება ჰქონდათ.

ცნობისათვის, შარშან საქართველოში იმპორტირებული საწვავის მთლიანი მოცულობიდან მხოლოდ 10% მოდიოდა რუსეთზე (101,8 ათასი ტონა). 2015 წელს ტრადიციულად, ყველაზე მეტი საწვავი შემოვიდა რუმინეთიდან (31%), აზერბაიჯანიდან (25%), ბულგარეთიდან (17,2%) და რუსეთი თავისი მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იყო.

მაკა ხარაზიშვილი
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
კომენტარები (8)
27.02.2016
კახა
საერთოდ ეკონომიკა უფრო მნიშვნელოვანია ხალხისთვის ვიდრე პოლიტიკა და მე მომხრე ვარ თუ სადმე ხარისხიანი იაფად იყიდება ვიყიდოთ და გავყიდოთ
26.02.2016
ძალიანაც კარგი
ყველაზე ხარისხიანი და იაფი სწორედ რუსული საწვავია და არა მარტო საწვავი,მე ყველაფერს რუსულს ვყიდულობ
მსგავსი სიახლეები
ჩვენი სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის გავლით, შესაძლებელია ძალიან დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა.
საქართველოში რუსი ბიზნეს-ტურისტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 59 პროცენტით გაიზარდა.
ოქტომბერში დაფნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ,,ქართული დაფნა” გაიხსნება.
წინასწარი შეფასებით, 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი შეადგინა.
1783 წელს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა რუსეთთან ხელშეკრულებას, რომელიც "გეორგიევსკის ტრაქტატის" სახელით არის ცნობილი.
რუსეთიდან თურქეთში პირველი ჩარტერული რეისები 2 სექტემბერს განხორციელდება.
გავლენიანი გამოცემა „ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის უმდიდრესი კლანების სიაში პირველად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიძის ოჯახი მოხვდა.
ასტანაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ყაზახეთის უმსხვილეს ოპერატორ და სატვირთო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
47 წლის ქართველი მილიარდერი, ბიზნესმენი მინდია გულუას რუსეთის ქალაქ კრასნოდარში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი დაჭრა.
რუსულმა კომპანიამ „ინდექს ტაქსი“ თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი ჩაუშვა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
31.08.2016
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის კვლევის თანახმად, 2060 წლისთვის 4-5 წამში ერთხელ ჰაერის დაბინძურების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვლება.
სრულად
31.08.2016
ჩვენი სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის გავლით, შესაძლებელია ძალიან დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა.
სრულად
31.08.2016
„ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობას იწყებს.
სრულად
30.08.2016
2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3 464-მა გადალახა.
სრულად
30.08.2016
საქართველოში რუსი ბიზნეს-ტურისტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 59 პროცენტით გაიზარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
31.08.2016
01.09.2016
USD
1
USD
2.3056
2.3062
EUR
1
EUR
2.5763
2.5698
GBP
1
GBP
3.0194
3.0303
RUB
100
RUB
3.5537
3.5359