"არასწორად გაფორმებული მემორანდუმით მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა დააზიანა"
"არასწორად გაფორმებული მემორანდუმით მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა დააზიანა"
1 მარტი / 2016
ენერგეტიკის სამინისტროს განუხორციელებელი პროექტების სიას კიდევ რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური დაემატა.
ათამდე ჰესის მშენებლობა ამ ეტაპზე გაურკვეველი ვადითაა გადადებული. მთავრობამ ოთხ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა.

განკარგულებების თანახმად, შეწყვეტილია საქართველოს მთავრობასა და შპს Royal Haskoning DHV-ს, შპს "ჯორჯიან ჰაიდროფაუერს", შპს "თრიალეთი 2013"-სა და შპს "ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმები.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მემორანდუმები კომპანიების მხრიდან დარღვეული პირობების გამო შეწყდა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება.
,,ოთხივე კომპანიამ დაარღვია ის მნიშვნელოვანი პირობები, რომელთაც მემორანდუმი გაუქმებამდე მიყავდა. საუბარია კვლევისა და ხელშეკრულების დადების ვადებზე. განახლებული პირობებით, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ აღნიშნული კომპანიების მხრიდან რესურსი და მზაობა არ არსებობს, მათთან ერთად პროექტების განვითარება არ გამოვა", - აღნიშნავს ხმალაძე.
მისი თქმით, თუ კომპანიები არ დააკმაყოფილებენ ახალ პირობებს, მთავრობა ჰესებზე მშენებლობის ნებართვებს ტენდერის საფუძველზე სხვა კომპანიებს გადასცემს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სანქციები არც ერთ მათგანს არ დაკისრებიათ და მემორანდუმი ჯარიმებს არ ითვალისწინებდა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მნიშვნელოვან პრობლემას სწორედ სანქციების არარსებობაში ხედავს.
,,არასწორად გაფორმებული მემორენდუმით მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა დააზიანა. თუ აღნიშნულ კომპანიებს მემორანდუმის პირობების დარღვევის გამო არ დაუწესდათ რაიმე სანქციები და მათ ასე დაუსჯელად შეძლეს პროცესიდან გასვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს თავად აქვთ პრეტენზიები", -აცხადებს გოცირიძე.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ინვესტორს აღარ სურს ენერგოპროექტში ფულის ჩადება. გოცირიძე მიიჩნევს, რომ მიზეზი არასწორი სატარიფო პოლიტიკაა და ლარის გაუფასურების ფონზე ენერგოკომპანიები წაგების ზღვარზე მუშაობენ.
,,მთავარი საკითხი, რის გამოც კომპანიებს აღარ სურთ ჰესების მშენებლობის დაწყება დაბანდებული ფულის უკან ამოღების შანსების შემცირებაა. დღეს ენერგეტიკული სფერო არ ასახავს რეალურ საბაზრო ვითარებას. შეუძლებელია ტარიფები იგივე იყოს, როცა ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურებულია. სამართლიანი საბაზრო ტარიფის დაწესება გადასახადის მომატებას ნიშნავს, მთავრობას კი ეს წინასაარჩევნო პერიოდში არ აწყობს. შეიძლება ითქვას, გაძლებაზე არიან ოქტომბრამდე", - აცხადებს გოცირიძე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგურილებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე კი იგივე კომპანიებთან
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, თუ კომპანიებს ჰქონდათ სურვილი და მით უმეტეს, შესაძლებლობა პროექტების განხორციელების, ისინი პირობებსაც არ დაარღვევდნენ.
,,დღეს საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ინვესტორს უმნიშვნელო პუნქტების შეუსრულებლობის გამო ვუთხრათ უარი. ახალი ტენდერის გამოცხადებას და შემდეგ ჰესების მშენებლობის განხორციელებას, წლები დასჭირდება და საკითხავია ისიც, შემოვა თუ არა მათ ნაცვლად რომელიმე სხვა კომპანია", - აცხადებს ჩალაგაშვილი. მისი თქმით, დღეს ენერგეტიკაში დიდი პრობლემებია და ამის ერთადერთი მიზეზი მთავრობის არასწორი პოლიტიკაა.
,,ინვესტორს მაშინ აქვს ინტერესი, როცა კონკრეტული ბიზნესის განვითარების კუთხით პერსპექტივას ხედავს. ასი წელი დაბანდებული ფულის ამოღებას ვერცერთი ინვესტორი ვერ დაელოდება", - აცხადებს სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე.
ექსპერტი ენერგეტიკის სფეროში რევაზ არველაძე აცხადებს, რომ მემორანდუმების შეწყვეტა ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა, ეს არ ნიშნავს ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტას და იგივე კომპანიას რეალური მიზეზების დასაბუთებით, მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლია.
"თუ ტენდერი გამოცხადდება და მასში მონაწილეობას სხვა კომპანიებიც მიიღებენ, მე უპირატესობას მათ მივანიჭებდი. კომპანიამ, რომელმაც ერთხელ უკვე არ შეასრულა საქმე ვადებში, რატომ უნდა დავიჯერო, რომ მეორედაც იგივეს არ გააკეთებს?!" - აღნიშნავს არველაძე და განმარტავს, რომ ამ მემორანდუმების გაუქმებით სახელმწიფო ბევრს არაფერს აგებს, თუმცა მისი თქმით, გარკვეული პერიოდი თავისთავად ცხადია - დაიკარგება.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველ ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ტენდერებთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველ ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს ტენდერებთან დაკავშირებით, სიახლეები გააცნო.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
”საპარტნიორო ფონდმა” ამერიკულ კომპანია - „შულც გლობალ ინვესტმენტთან" (SCHULZE GLOBAL INVESTMENTS) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხს კამათი მოჰყვა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება, ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში კერძო ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის
ექსკლუზიური ინტერვიუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე­ ლევან რაზმაძესთან
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.06.2016
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, მაია მელიქიძე დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის დირექტორსა და გამგეობის წევრებს შეხვდა.
სრულად
30.06.2016
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა.
სრულად
30.06.2016
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველ ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ტენდერებთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
სრულად
30.06.2016
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა თურქეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნის თაობაზე ზომების პაკეტის შემუშავების ბრძანება გასცა.
სრულად
30.06.2016
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა მიმდინარე წლის ბოლომდე არ ამოქმედდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.06.2016
01.07.2016
USD
1
USD
2.3423
2.3200
EUR
1
EUR
2.5976
2.5861
GBP
1
GBP
3.1394
3.1232
RUB
100
RUB
3.6552
3.6156