საკვები პროდუქტების ნაკლებობა 2050 წლისთვის გლობალურ პრობლემად იქცევა

მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდის (WWF) ანგარიშის თანახმად, თუ დედამიწაზე მოსახლეობა არსებული ტემპებით გაიზრდება,

საკვები პროდუქტის წარმოების მეთოდები და ადამიანების კვებითი მოთხოვნები არ შეიცვლება, 2050 წლისთვის ამან შესაძლოა, კატასტროფამდე მიგვიყვანოს.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით საკვები პროდუქტის 31% ნაგავსაყრელზე ხვდება. საკვებად ვარგისი პროდუქტის ყოველწლიური „დანაკარგი“ კი 1,3 მილიარდ ტონას შეადგენს.

„მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა. გადაყრილი საკვები პროდუქტის მეოთხედიც კი საკმარისია ამ ადამიანების გამოსაკვებად“, - ნათქვამია ფონდის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტ საკვებად ვარგის პროდუქტს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ყრიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე