რა მოვუხერხოთ "თავს დამტყდარ" უმუშევრობას

"დღეს ჩვენ უკუდო ამპარტავნობა გვჭირს, რადგან პროფესიული განათლების მიღება რატომღაც ახალგაზრდებისთვის არაპრესტიჟულად მიიჩნევა"

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დღეს საქართველოში უმუშევრობისა და სიღარიბის დონეები დაახლოებით 12 პროცენტის ფარგლებშია, არაოფიციალურად კი სტაბილური სამსახურისა და შემოსავლის არმქონეთა რაოდენობა გაცილებით მეტია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს 2015 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომ დასაქმებისა და უმუშევრობის ბოლო ტენდენციებზე ვისაუბროთ, თუმცა ლარის კურსის გაუფასურებისა და შემცირებული ინვესტიციების ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უმუშევრობა თუ არ გაიზრდებოდა, შემცირებით ნამდვილად არ შემცირდებოდა.

ე.წ. დასაქმების საიტების დაკვირვებით, საქართველოში ყოველდღიურად სამსახურს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ეძებს.­ ამავე ვებგვერდებზე განცხადებებს დამსაქმებლებიც აქვეყნებენ. მოთხოვნები სამსახურის მაძიებელთა შესაძლებლობებს ხშირად არ ემთხვევა, სხვა სიტყვებით, მწვავედ დგას არაკვალიფიციური კადრების პრობლემა. კიდევ უფრო ცუდი კი ის არის, რომ პროფესიული განათლების მიღება ჩვენში ან არაპრესტიჟულად მიიჩნევა, ან ვიღაც ფიქრობს, რომ ამის გაკეთება ასაკის გამო უკვე დაგვიანებულია.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 22 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი