მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით დაეცა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით დაეცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ნავთობის ფასი 35%-ით შემცირდა და ბარელზე 38,16 დოლარი შეადგინა. ლონდონის ბირჟაზე 15%-ით დაეცა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 40,24 დოლარი შეადგინა.

Morgan Stanley-ის ბანკის ანალიტიკოსთა განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის შენელებული ტემპით ზრდა და ნავთობის მოპოვების უზარმაზარი მოცულობა „შავი ოქროს“ ფასის ზრდის დაჩქარებაზე კვლავ უარყოფითად აისახება.

„ნავთობზე დაბალი ფასები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა 2017 წლიდან კვლავ დაიწყება ზრდა“, - აღნიშნავენ ბანკის ანალიტიკოსები.