პორტების რაოდენობა იზრდება, ტვირთები კი მუდმივად მცირდება
პორტების რაოდენობა იზრდება, ტვირთები კი მუდმივად მცირდება
17 მარტი / 2016
საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათან ტვირთს კარგავს. ახალი პორტების მშენებლობის მოლოდინში გადაზიდვის მოცულობა ძველ პორტებშიც მცირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იანვარში ქართულ ნავსადგურებში ტვირთბრუნვამ 13,2%-ით იკლო. 14%-ით ნაკლები ტვირთი გადაიტანეს რკინიგზით.

2015 წელს საქართველოს რკინიგზამ 14,1 მილიონი ტონა ტივრთი გადაიტანა, რაც 2014 წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. რკინიგზაში ტვირთის მისაზიდად ტარიფები შეამცირეს, გარდა ამისა, ყარსი-ახალქალაქის მარშრუტის ამოქმედებაზეც დიდ იმედს ამყარებენ. მხოლოდ 5 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ტვირთი მუდმივად მცირდება.

არასახარბიელო მდგომარეობაა საქართველოს პორტებშიც. მიმდინარე წლის იანვარში საზღვაო ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მხოლოდ 1,2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 0,7 მილიონით ნაკლებია 2015 წლის იანვრის მაჩვენებელზე. კონტეინერების რაოდენობა კი - 42%-ით, ანუ 22 469 ერთეულამდე არის შემცირებული.

საინფორმაციო პორტალ "ჯიბისის" ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 300 ათასი ტონით არის შემცირებული ფოთის პორტის მიერ გადამუშავებული ტვირთი, რამაც 0,4 მლნ ტონა შეადგინა. ბათუმის პორტმა 100 ათასი ტონით ნაკლები გადაამუშავა (0,4 მილიონი ტონა). 0,2 მილიონით შეუმცირდა ტვირთბრუნვა ყულევის ტერმინალსაც, სადაც მხოლოდ 100 ათასი ტონა ტვირთის გადამუშავება მოხერხდა. მხოლოდ სუფსის ტერმინალი ინარჩუნებს გადამუშავების სტაბილურ მაჩვენებელს - 0,4 მლნ ტონას.

2015 წელს შავი ზღვის ქვეყნების (რუმინეთი, უკრაინა, საქართველო, რუსეთი, ბულგარეთი) საკონტეინერო ტერმინალებმა 2 294 848 კონტეინერი გადაამუშავეს, ცარიელი კონტეინერების ჩათვლით. დატვირთული კონტეინერების რაოდენობა რეგიონში 12,18%-ით არის შემცირებული. ტვირთის მოცულობა მხოლოდ ბულგარეთსა და რუმინეთში გაიზარდა. უკრაინაში საკონტეინერო ტვირთი 26,1%-ით, რუსეთში 13,2%-ით, საქართველოში კი 13,2%-ით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ბიზნესჯგუფები საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი ნავსადგურების მშენებლობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ფოთის ნავსადგურის მფლობელ "ეიფიემ ტერმინალსში" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გარემოს დაცვის სამინისტროდან გზშ-ისთვის (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) ვერდიქტს ელოდებიან. ინვესტორი ამბობს, რომ ახალი ნავსადგურისთვის 250 მლნ დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.

პროექტით ორი ნავმისადგომის მშენებლობა დაიგეგმა, რომელთა სიგრძე იქნება 300 მეტრი, ხოლო სიღრმე 14 მეტრი, რის შედეგადაც ფოთის ნავსადგურის გამტარუნარიანობა 50 მილიონი ტონა იქნება.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ინვესტორი უკვე ცნობილია. პირველადი სამუშაოები წელსვე უნდა შესრულდეს. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 7 ეტაპად წარიმართება. მისი გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი გათვლილი უნდა იყოს შორეული ტვირთისთვის და მოემსახუროს როგორც კონტეინერებს, ისე თხევად, მყარ და მშრალ ტვირთს.

დღეისათვის საქართველოში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ორი საზღვაო ტერმინალი - სუფსა და ყულევი და ორი საზღვაო ნავსადგური - ბათუმი და ფოთი მოქმედებს, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ტონა ტვირთს ამუშავებენ. არადა, მათი სატვირთო სიმძლავრე ორჯერ უფრო მეტია.

შემცირებული ტვირთბრუნვის გამო კიდევ დამატებითი ნავსადგურების მშენელობას სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ. ეკონომისტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ საშუალოვადიან პერიოდში იმის მოლოდინი, რომ ქართული პორტები სრულად დაიტვირთება, არ არსებობს. პრობლემას წარმოადგენს არა მარტო ტვირთის ნაკლებობა, არამედ დერეფნის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობა.

"პორტებში ტვირთი, ძირითადად, ხვდება რკინიგზის გავლით. რკინიგზის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა კი შეზღუდულია, თანაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც პრობლემურია ეს საკითხი. საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გადაზიდვის საშუალო მოცულობა არ აღემატება 30 მლნ ტონას. გარდა ამისა, კასპიის ზღვაშიც, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს ტრანსპორტირება, პრობლემებია ბორნებთან დაკავშირებით", - ამბობს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ დღეს საქართველოს პორტებს 30-35 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავება შეუძლიათ, ხოლო ტვირთნაკადის 100-150 მილიონ ტონამდე გაზრდა ძალიან შორეულ პერსპექტივად შეიძლება განვიხილოთ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის შემთხვევაში, უფრო პერსპექტიული, ლოგისტიკური ცენტრის განვითარება იქნება.

"ეს შეიძლება უფრო პერსპექტიული მიმართულება იყოს, მით უმეტეს, ამ საქმეში ჩინელები იქნებიან ჩართული. მათ შეუძლიათ, საქართველოში მოაწყონ გარკვეული ლოგისტიკური ცენტრი, სადაც საბოლოო სახე მიეცემა სხვადასხვა ბრენდულ პროდუქციას. საქართველოს შავი ზღვისპირეთი არის სტრატეგიულად ძალიან კარგი ადგილი აღმოსავლეთი ევროპის ან თუნდაც რუსულ ბაზარზე შემდგომი ექსპორტირებისთვის. ასე რომ, ეს მიმართულება შეიძლება ბევრად უფრო პერსპექტიული აღმოჩნდეს და გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობასაც მისცეს დასაბამი", - ამბობს ხუხაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუკი ანაკლიის პორტი იმავე ტვირთზე იმუშავებს, რაზეც დღეს მოქმედი პორტები მუშაობენ, ყველა მათგანი, შესაძლოა, წამგებიანი გახდეს. ასეთ დროს შეკვეთის დანაწევრება მოხდება და მივიღებთ 5 ზარალიან პორტს.

ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, აქ მთავარია, რომ ეს პორტი აინტერესებთ ჩინელებს, რათა საკუთარი ტვირთი ევროპაში გადაიტანონ. "იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის პორტიც ჩვეულებრივ ნავსადგურად დარჩა, მაშინ აზრი არ ექნება. გენერალური ტვირთების მოცულობა ისედაც შემცირებულია და ის, რაც ახლა გვაქვს, კიდევ მეტად დანაწევრდება", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (2)
19.03.2016
ალექს
სატრანზიტო დერეფანი აღარავის სჭირდება,ის ფიქციაა,დერეფანი არაფერს გვაძლევდა არასოდეს ,30 მილიონს თუ გავატერებთ -სულ მოიტანს ქვეყანაში ყველა სატრანსპორტო რგოლში ჯამურ შემოსავალს 1 მილიარდს , საიდანაც დიდი დიდი 150 მილიონი მოვიგოთ!!!!!! არარსებულ 100 მილიონ ტონას თუ გავატარებთ,სამჯერ მეტს მოვიგებთ ,დავხარჯავთ კი ათჯერ თხუთმეტჯერ მეტს ინფრასტრუქტურის ასაწყობად ,მეტსაც ,ამ დროს არსებულიც დაუტვირთავია !!!!!! საჭიროა სასაქონლო სავაჭრო სამრეწველო გადამამაუშავებელი ჰაბი სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფით -ზოგს ეს ლოგისტიკური ცენტრი ჰგონია,ეგეთები ყოველ სოფელშია ევროპაში ,ჰაბი გვინდა ქვეყნიოს მასშტაბით სოფლის კი არა ! ასეთი ჰაბი წარმოშობს საქონელს და არა ტვირთს ,ტვირთი მეოერე ხარისხოვანია,მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილი 7 %-ა ,აი ვაჭრობისაა და მომსახურების,მათ შორის საფინანსო 70 % და მეტი,დანარჩენია მხოლოდ მრეწველობა ! ინფრასტრუქტურას ფული უნდა ,არ გვაქვს,სხვები მოიტანენ,თუ სამართლის ოაზისი გვექნება!აი სამართალს კი კალამი და ქაღალდი ,კიდევ პოლიტიკური ძალა უნდა და არა ხელისუფლების ნება,ნება ჩვენს ხელისუფალს 25 წელია არ გააჩნია,ასეთი ნება აქვს ხალხს ! ახლა დასკვნები ხალხმა გააკეთოს ტვირთი უნდა თუ საქონელბრუნვა,ეს ხელისუფლება თუ ისეთი ჰაბს რომ შექმნის დავით აღმაშენებელივით !
17.03.2016
გია
სატერმინალო გადასახადს ფოთის პორტში ყოველ თვეს აძვირებენ, ყოველდღიურ შენახვის გადასახადს გახდევინებენ, 4-5 დღის შემდეგ მოცდენის გადასახადს გარიცხავენ, არც შაბათი-კვირა და არც დასვენების დღეები არ აინტერესებთ. ქართული ტერმინალები მარტო ჯარიმების დაკისრებას ცდილობენ და რატომ გიკვირთ.
მსგავსი სიახლეები
ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლის, ხოლო მეორე ეტაპზე - #51-ე მარშრუტზე
ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ჩარგლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, 12 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე #17, #60, #94 და #95 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი იცვლება.
პარტიებმა რომ რეკლამის ღირებულება წინასწარ გადაიხადონ საკმაოდ მძიმე ტვირთი შეიძლება იყოს მათთვის
უახლოეს წლებში საზღვაო ტრანსპორტში სრულიად ახალი ერა დაიწყება - ზღვებსა და ოკეანეებში თავისით მოცურავე, "უპილოტო" სატვირთო გემები გამოჩნდება.
რუსეთიდან ავტომობილების იმპორტი იზრდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გიდების გადამზადებას აგრძელებს აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.
მიმდინარე წელს, სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობების კლების ტენდენციამ შარშანდელთან შედარებით შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
ბარნოვის ქუჩაზე გზის შეკეთების გამო, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.09.2016
მედია პალიტრის ვებ-გვერდებზე: ipn.ge, kvirispalitra.ge, bpn.ge, palitratv.ge, ambebi.ge, sportall.ge, mshoblebi.ge, marao.ge და gemrielia.ge-ზე ჩატარდა გამოკითხვა „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“
სრულად
29.09.2016
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სუფსაში დაგეგმილი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ჩაანაცვლებს
სრულად
29.09.2016
სწორედ ეს არის ”საპარტნიორო ფონდის” მანდატი, რომ მცირედით მიიღოს მონაწილეობა და ქვეყანაში მეტი ინვესტირება მოხდეს
სრულად
29.09.2016
მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა.
სრულად
29.09.2016
მთავრობა ცნობილ ფრანგულ კომპანია „აბესტთან“ ერთად დღეს ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასის დაპროექტებას იწყებს
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.09.2016
30.09.2016
USD
1
USD
2.3286
2.3297
EUR
1
EUR
2.6113
2.6132
GBP
1
GBP
3.0283
3.0284
RUB
100
RUB
3.6481
3.6850