ევროპული ავიაკომპანიებისა და ტურისტული ფირმების აქციები დაეცა

ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ევროპული ავიაკომპანიებისა და ტურისტული ფირმების აქციები დაეცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ტურიზმისა და დასვენების ინდექსი STOXX Europe 600 2,63%-ით დაეცა.

3,4%-დან 5,7%-მდე დაეცა ავიაკომპანიების Air France, KLM, Easyjet, „რაინეარისა“ და „ლუფთჰანზას“ აქციების ფასი.

გარდა ამისა, დაეცა სასტუმრო ოპერატორების „აკორისა“ და „ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპის“ აქციებიც, შესაბამისად 5,0 და 2,8%-ით. 3%-ით დაეცა აეროპორტების ფრანგული ოპერატორის ADP-ის აქციების ფასი.

ბრიუსელში დღეს აეოპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანია, დაშავებულია 40-ზე მეტი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე