საქართველოში შესაძლოა, უკრაინული ЛАЗ-ების წარმოება დაიწყოს
საქართველოში შესაძლოა, უკრაინული ЛАЗ-ების წარმოება დაიწყოს
30 მარტი / 2016
უკრაინული კომპანია „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“, რომელიც „ლვოვის ავტობუსების ქარხნის“ მმართველი კომპანიაა, საქართველოში უკრაინული ავტობუსების წარმოებასთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობს.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია უკრაინული ЛАЗ-ების საქართველოში წარმოებას დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„სიტი ტრანსპორტ ჯგუფის“ კომერციული დირექტორის ვადიმ ლეგკოს განცხადებით, საქართველოში ტენდერი ქვეყნისთვის 175 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსების მიწოდებას ითვალისწინებს. თუმცა, კონტრაქტის თანხმად, რაოდენობის 195 ერთეულამდე გაზრდაც შესაძლებელია. ავტობუსები CNG-ძრავით (ევრო 6) არის აღჭურვილი.
„კონტრაქტის საერთო ღირებულება 40 მილიონი ევროა. თბილისს „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“ მოდიფიცირებულ ЛАЗ А-183-ს შესთავაზებს, რომელიც კონდიციონერით, ელექტრორამპით, ვიდეოთვალითა და გადახდის ავტომატური სისტემით იქნება აღჭურვილი“, - განაცხადა ვადიმ ლეგკომ.

მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულს საქართველოში ავტობუსების წარმოების უფლება ეძლევა. საერთო ჯამში, „სიტი ტრანსპორტ ჯგუფი“ ავტობუსების მიწოდება-წარმოებაზე მოლაპარაკებებს 7 ქვეყანასთან აწარმოებს, მათ შორის კოსოვოსთან და ეკვადორთან.



კომენტარები (1)
04.04.2016
ჯავახელი
ეგრე რა...მეტი ინვესტიცია მეტი დასაქმება!
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერია პირველი 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაციას დღეს, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის.
კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ,,ბასლეინები’’ (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის-”Bus Lane”) დაიხაზა.
ქართული მინერალური წყალი „ხიხანი“ უახლოეს პერიოდში უკრაინაში ექსპორტზე გავა.
ამიერიდან ყველა ავტობუსის ყველა მძღოლი ყოველ დილით ექიმის მიერ შემოწმდება
ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლის, ხოლო მეორე ეტაპზე - #51-ე მარშრუტზე
ახალი ავტობუსები კონდიცირების სისტემით არის აღჭურვილი
აშშ მზად არის, უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური ტრანში გადასცეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მესამე ტრანშის გამოყოფაზე შეთანხმდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.09.2016
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აგარაში, ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო გახსნა.
სრულად
29.09.2016
მედია პალიტრის ვებ-გვერდებზე: ipn.ge, kvirispalitra.ge, bpn.ge, palitratv.ge, ambebi.ge, sportall.ge, mshoblebi.ge, marao.ge და gemrielia.ge-ზე ჩატარდა გამოკითხვა „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“
სრულად
29.09.2016
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სუფსაში დაგეგმილი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ჩაანაცვლებს
სრულად
29.09.2016
სწორედ ეს არის ”საპარტნიორო ფონდის” მანდატი, რომ მცირედით მიიღოს მონაწილეობა და ქვეყანაში მეტი ინვესტირება მოხდეს
სრულად
29.09.2016
მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.09.2016
30.09.2016
USD
1
USD
2.3286
2.3297
EUR
1
EUR
2.6113
2.6132
GBP
1
GBP
3.0283
3.0284
RUB
100
RUB
3.6481
3.6850