რომელია მსოფლიო ქვეყნების ძირითადი საექსპორტო პროდუქტი

Bank of America Merrill Lynch-მა იმ პროდუქტების რუკა შეადგინა, რომლებიც მსოფლიოს თითოეული ქვეყნის მთავარ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს.

რუკის შედგენისას ავტორები CIA World Factbook-ის 2014 წლის მონაცემებს დაეყრდნენ. მონაცემების თანხმად, მსოფლიოს ქვეყნების ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია - ნავთობი, საკვები/სასმელი პროდუქტები, მეტალი და მინერალები, ტექსტილი/ტანსაცმელი, ძვირფასი მეტალები და მინერალები, მანქანათმშენებლობა/ტრანსპორტი, ხის პროდუქტები, ელექტროსაქონელი და სხვა პროდუქტები.

მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის მთავარი საექსპორტო პროდუქტი ნავთობია. რუკაზე გამოსახული მუქი ლურჯი ფერი იმ ქვეყნებს აღნიშნავს, რომელთა ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ „შავ ოქროზე“ მოდის. ამ ქვეყნებს შორის არის რუსეთი, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ,აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.

სხვა სამომხმარებლო პროდუქტები, როგორი ძვირფასი მეტალი და მინერალებია, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალურ ეკონომიკაში. აზიისა და აფრიკის ქვეყნების უმეტობსობაში, რომლებიც რუკაზე წითელად და ნარინჯისფრად არის აღნიშნული, ოქრო, სპილენძი და ქვანახშირი მთავარი საექსპორტო პროდუქტია.

აშშ-სა და ჩინეთის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ელექტროსაქონელია. ევროპის, კანადს, ბრაზილიისა და იაპონიის მთავარი საექსპორტო პროდუქტი კი, რუკის თანახმად, მანქანათმშენებლობასთან დაკავშირებული პროდუქტია.