NDI - გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

NDI-ს კვლევების თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა უმეტესობისთვის სამუშაო ადგილებია.

გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 30% - სიღარიბეს, 26% - პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.

გამოკითხვის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კვლევაში მონაწილე ადამიანების 12%-მა დაასახელა.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.