გლობალური მეწარმეობის ინდექსში საქართველო 81-ე პოზიციაზეა

გლობალური მეწარმეობისა და განვითარების ინსტიტუტის 2016 წლის "გლობალური მეწარმეობის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 132 ქვეყანას შორის, 81-ე ადგილზეა 28.7 ინდექსით.

რეიტინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სტარტაპების, მეწარმეობისა და ახალბედა ბიზნესის ინდექსს ადგენს. კვლევის შედგენისას ავტორები რამდენიმე ინდიკატორს ეყრდნობიან, მათ შორის მეწარმეობის მიმართ დამოკიდებულებას, სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, სტარტაპებს, ახალი ტექნოლოგიების ფლობას, ინოვაციურ პროდუქტსა და ვენჩურულ კაპიტალს.

რეიტინგში ქვეყნები ექვს რეგიონად იყოფა და ყველა რეგიონს თავისი ლიდერი ჰყავს: ჩრდილოეთ ამერიკა - აშშ, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონი - ავსტრალია, ევროპა - დანია, სამხრეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის აუზი - ჩილე, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა - არაბთა გაერთიანებული საემიროები და სუბსაჰარული აფრიკა - სამხრეთ აფრიკა.

„გლობალური მეწარმეობის ინდექსის“ პირველ ხუთეულში აშშ, კანადა, ავსტრალია, დანია და შვედეთი არიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე