გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან დადებითი ტენდენცია გვაქვს ტურისტების და ვიზიტორების ზრდის კუთხით

ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენცია გვაქვს ტურისტების და ვიზიტორების ზრდის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ამ ტენდენციას არათუ შეინარჩუნებს, არამედ გაცილებით უფრო გაიზრდება ამ კუთხით საქართველოს ინტერესი.

”ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ვიზიტორების ზრდის კუთხით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს არათუ შეინარჩუნებს, არამედ გაცილებით უფრო გაიზრდება ამ კუთხით საქართველოს მიმართ ინტერესი”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.