რატომ უწოდებენ სინგაპურს თანამედროვე უტოპიას და კარგია თუ არა იქ ცხოვრება

სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია, სადაც ძირითად ჩინელები, მალაიზიელები, ინდოელები და ევროაზიატები ცხოვრობენ.

იგი მსოფლიო რეიტინგების მიხედვით, საუკეთესო ქალაქად არის აღიარებული როგორც მუშაობისთვის, ისე ცხოვრებისთვის.

გასულ წელს, ბრიტანულმა გამოცემა ეკონომისტმა სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად აღიარა. აქ საცხოვრებელი მინიმუმის დონე რეკორდული ტემპებით იზრდება, განსაკუთრებით, მეზობელ ინდონეზიასა და მალაიზიასთან შედარებით.

2014 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სინგაპურში მცხოვრები 5,6 მილიონი ადამიანიდან 1,32 მილიონი შრომითი მიგრანტია.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, ქვეყანაში ექსპატების რაოდენობა 600 000 აღწევს და ეს მაჩვენებელი მხოლოდ სპეციალისტებსა და ხელძღვანელ პოსტებზე დანიშნულ მუშაკებს ასახავს, რომლებსაც უფრო მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, უფრო მაღალ ხელფასს იღებენ და ხშირად სინგაპურში მხოლოდ სამუშაო ვიზით ჩადიან.

მაღალი ფასების მიუხედავად, სინგაპური ძალზე მიმზიდველია უცხოელი სპეციალისტებისთვის, განსაკუთრებით მარკეტინგის, ფინანსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

სინგაპურში მუშაობენ ისეთი მსხვილი კორპორაციების ფილიალები, როგორიცაა Microsoft, American Express, Bain & Co, Gunvor Group, Capital Land, DBS Bank, BBDO, McCann-Erickson და Edelman. ასევე მოქმედებს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებების ცენტრები, მათ შორის BBC, ESPN, Discovery, Asian Food Channel, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას აშუქებენ.

სინგაპურშია ასევე, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობკომპანიები, მათ შორის Shell Eastern Trading.

ამასთან ერთად, ქვეყანამ დიდი ინვესტიციები ჩადო მეცნიერების განვითარებაში. აქ მოქმედებს ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევებისთვის ქვეყანაში მთელი რაიონებია გამოყოფილი.

სინგაპურში ხელფასები საკმაოდ მაღალია.

განაგრძეთ კითხვა