გიორგი კვირიკაშვილი - ვიზალიბერალიზაციის პროცესისადმი ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

ვიმედოვნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად იქნება შეფასებული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ იუნკერთან. ჩვენ ვიმსჯელეთ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებზე საქართველოსთვის. ბ-მა იუნკერმა მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა მოახდინოს მხარდაჭერის კონსოლიდაცია მაისში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრამდე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს შეეხება.

”ჩვენ ამ პროცესისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.