საქართველოში ტურისტების შემოსვლის კუთხით სპარსეთის ყურის ქვეყნები, რუსეთი და ისრაელი ლიდერობენ

ამ ეტაპზე საქართველოში ტურისტების შემოსვლის კუთხით სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე რუსეთი, ისრაელი გამოირჩევიან, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა 15 ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს.

”აქ არის როგორც ტრადიციული, ასევე ახალი ბაზრების მიმართულება. ამ ეტაპისთვის განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე რუსეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები. წელს ჩვენ ტურისტების რაიოდენობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით. პირველი კვარტალი ამის ნათელი მაგალითია”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.