ბარაკ ობამა - რუსეთის მიმართ სანქციები უნდა შენარჩუნდეს

ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უნდა შენარჩუნდეს.

როგორც euronews.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, ობამა მიიჩნევს, რომ სანქციების რეჟიმი იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ე.წ. მინსკის შეთანხმება სრულად არ შესრულდება.

“მე მინდა კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ამ კარგი ურთიერთობისთვის ბევრი გავიღე, მაგრამ სანქციები დასავლეთის მხრიდან უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მინსკის შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული”, - განაცხადა ობამამ ჰანოვერში, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე ყოფნის დროს.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/5533