საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნას, თუმცა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ აქვს და ის რეკომენდაციის ხასიათისაა.

როგორც „როიტერი“ წერს, ინიციატივას 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 44 კი მის წინააღმდეგ გამოვიდა. ევროკავშირმა, ისევე როგორც აშშ-მა, რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ივლისში დაუწესა.

შეზღუდვები ენერგო, საბანკო და თავდაცვის სექტორებს შეეხო.