ნიკოლოზ გაგუა - თებერვალ-მარტიდან სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მარტიდან დაწყებული, სავალუტო კურსი 11%-ით გამყარდა. შემცირებულია ინფლაცია.

”ასევე შემცირდა საპროცენტო განაკვეთები სახაზინო ვალდებულებებზე დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით. უფრო მეტია შემცირება გრძელვადიან სახაზინო ფასიან ქაღალდებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკის მიმართ ნდობა იზრდება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მარტის მონაცემები გამოაქვეყნა, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 3,4% შეადგინა, რაც შეიძლება დიდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ პროგრესი სახეზეა”, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.