დიმიტრი ქუმსიშვილი - ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი გვაქვს

ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერი ზაფხულსა და შემოდგომაზე ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარებას ელოდება.

„მოლოდინი გვაქვს დადებითი, ამ წუთში ეროვნული ბანკი ძალიან ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ბაზარზე და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს, მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად კიდევ უფრო გამყარდება ლარი და ამის ყველა წინაპირობა გვაქვს როგორც ფუნდამენტურ, ასევე განწყობების ნაწილში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.