ევროკომისია თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისია თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. ევროკომისიის შესაბამისი პრესრელიზი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„ევროკომისია სთავაზობს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, მოუხსნან თურქეთის მოქალაქეებს სავიზო ვალდებულებები იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის ხელისუფლება საგანგებო წესით შეასრულებს დარჩენილ პირობებს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გეგმას ეხება და რომლის შესრულების ვალდებულებაც 2016 წლის 18 მარტს აიღო“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თურქეთის მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასვლას 90-დღიანი ვადით უვიზოდ შეძლებენ.