კანადა ბელორუსს სანქციებს მოუხსნის

კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაუქმდება.

"ბიბისის“ ცნობით, გადაწყვეტილება კანადამ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ბელორუსისთვის სანქციების მოხსნის შემდეგ მიიღო.

„2015 წლის ოქტომბერში ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო ნორმების დარღვევის გარეშე ჩატარდა. ამასთან, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“, - ნათქვამია კანადის ხელისუფლების განცხადებაში.

კანადის მიერ ბელორუსისთვის დაწესებული სანქციები 2006 წლიდან მოქმედებს.