ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 25 მილიონი ევრო დაჯდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობას ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობაზე 25 მილიონ ევროს გამოუყოფს.

პროექტის მიხედვით, დაახლოებით 8 კმ სიგრძის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი მიუერთდება 500 კვ-იან ხაზ “კავკასიონს”, ხოლო 60 კმ სიგრძის 220 კვ-იანი ხაზი კი ჯვარს ხორგამდე დააკავშირებს, გათვალისწინებულია ახალი 500/220 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობაც. პროექტი 2016 წელის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ევრობანკისგან დაფინანსების მიღებაზე ხელშეკრულების ტექსტი მთავრობამ უკვე მოამზადა და რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადასცა.

სესხის დაფარვის ვადა 2017 წლიდან იწყება და 2028 წელს დასრულდება. საპროცენტო განაკვეთი კი 1%-ია.