სომხეთს შეუძლია საქართველოსგან უფრო იაფად იყიდოს ელექტროენერგია

სომხეთს შეუძლია საქართველოსგან უფრო იაფად იყიდოს ელექტროენერგია, ვიდრე შიდა ბაზარზე.

ამის შესახებ ეკონომისტმა არტაკ მანუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მანუკიანის თქმით, დღეისათვის სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი კვტ. საათში 48,78 დრამია, საქართველოში კი საშუალოდ 29,7 დრამი.

„სწორედ ამ ფასად შეუძლია ქართულ მხარეს საზღვარზე ელექტროენერგიის მოწოდების დაწყება. უფრო კონკრეტულად კი ზამთარში საქართველოში ელექტროენერგიის საშუალო ტარიფი 33,74 დრამია, გაზაფხულზე - 21,69 დრამი, ზაფხულში - 28,43 დრამი, შემოდგომით კი 35,18 დრამი “, - აღნიშნა მანუკიანმა.

მისი თქმით, თავის მხრივ სომხეთს შეუძლია საქართველოს რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი მიაწოდოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე