თურქეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას ოქტომბრიდან ელოდება

თურქეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესებას ყველაზე გვიან, ოქტომბრისთვის ელოდება. როგორც euroline.ge წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

”ჩვენ დაგვპირდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა ყველაზე გვიან, ოქტომბრისთვის დაწესდება. მე იმედი მაქვს, რომ ისინი შეასრულებენ თავიანთ პირობას და ოქტომბრისთვის საკითხი დაიხურება”, - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო გამოსვლაში.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=6924