დევიდ ქემერონმა ნიგერიასა და ავღანეთს ორი „ფანტასტიკურად კორუმპირებული ქვეყანა“ უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ნიგერიასა და ავღანეთს ორი „ფანტასტიკურად კორუმპირებული ქვეყანა“ უწოდა. ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, ქემერონმა ბუკინგემის სასახლეში ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრის დროს განაცხადა.

”ჩვენ ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა მთავრობაში ამ დილით, ვსაუბრობდით ანტიკორუფციულ სამიტზე, რომელსაც ნიგერიელებიც დაესწრებიან. სამიტზე დასასწრებად ბრიტანეთში ჩამოვლენ ფანტასტიკურად კორუმპირებული ქვეყნების ლიდერებიც, მაგალითად, ნიგერია და ავღანეთი შესაძლოა, ორი ყველაზე მეტად კორუმპირებული ქვეყანა იყოს მსოფლიოში“, - აღნიშნა ქემერონმა.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ნიგერიის პრეზიდენტი, მუჰამადუ ბუჰარი, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ქემერონის კომენტარის გამო შოკირებულია. მისივე თქმით, ბრიტანეთის პრემიერის განცხადება „უსამართლოა“.